#მოგზაურობა

Breakfast at Tiffany's გზამკვლევი ნიუ-იორკის ქუჩებში

გაზიარება:

ტრუმენ კაპოტემ, რომელმაც ცნობილი ნოველა 1958 წელს დაწერა, ნიუ-იორკს „მსოფლიოში ყველაზე სტიმულირებადი ქალაქი” უწოდა და მასში ცხოვრება ელექტრო ნათურაში ცხოვრებას შეადარა. ნოველის გამოსვლიდან 3 წელიწადში, ბლეიკ ედუარდსმა წიგნის ადაპტაცია წარადგინა და ტრუმან კაპოტეს სიტყვების ჭეშმარტიებაში ასიათასობით მაყურებელი დაარწმუნა. 1961 წელს, დიდ ეკრანებზე გამოსულ Breakfast at Tiffany's, უდავოდ, ორი ვარსკვლავი ჰყავდა: ოდრი ჰეპბერნი და ნიუ-იორკი.

ჰოლი Tiffany & Co-ს მაღაზიის წინ, რომელიც მეხუთე ავენიუსა და 57-ე ქუჩის კუთხეში მდებარეობს

იმ პერიოდში, კაპოტეს მიერ აღწერილი ომისშემდგომი გლამური ჯერ კიდევ ცოცხლობდა ნიუ-იორკის ზემო ისტ-საიდში და ედუარდსმა მისი გაცოცხლება იდეალურად მოახერხა. ბუნებრივია, ბოლო 62 წლის განმავლობაში, ნიუ-იორკის ქუჩებში უამრავი რამ შეიცვალა, თუმცა ის ჰარმონია და ქალაქის მარადიული მიმზიდველობა უცვლელი დარჩა. მათ ვისაც განსაკუთრებით უყვარს ფილმის კადრების რეალურ ცხოვრებაში საკუთარი თვალებით ხილვა ან მას, ვისაც ნიუ-იორკის ქუჩებში ავთენტური ქალაქის მეგზური სჭირდება, Breakfast at Tiffany's დღემდე წარმოადგენს გიდს.

ჰოლი, პოლი და სხვები ცხოვრობენ #169 East 71st Street-ზე (ფილმში #167 საცხოვრებელი, სინამდვილეში არის #169).

პირველი გაჩერება, უდავოდ Tiffany & Co-ს მაღაზია იქნება, მეხუთე ავენიუსა და 57-ე ქუჩის კუთხეში, ალბათ ყველას გვემახსოვრება კადრი, როგორც მიდის ოდრი ჰეპბერნი Givenchy-ს შავ კაბასა და მარგალიტებში გამოწყობილი მაღაზიის ვიტრინასთან და ყურადღებით ათვალიერებს გამოფენილ სამკაულებს. მაღაზია, ნიუ-იორკში, ჯერ კიდევ 1940 წელს გაიხსნა და დღემდე, Tiffany-ს ისტორიის ნაწილს წარმოადგენს.

ჰოლი და პოლი ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში

ნიუ-იორკში ფილმის გადაღებები სულ 10 დღეს გაგრძელდა, თუმცა მაინც იდეალურად მოხერხდა ქალაქის ხმაურის, თავზეხელაღებულობის, განსხვავებულობისა და დიდებულების წარმოჩენა. ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის კიბეები, ქალაქის პანორამული ხედები და ყვითელი ტაქსით მგზავრობა ის must have გამოცდილებებია, რომელიც Breakfast at Tiffany's მტკიცებით, ქალაქის ყველა ვიზიტორმა თავად უნდა გამოსცადოს.

პოლი Conservatory Water-სთან, Central Park-ში
ჰოლი და პოლი სხედან შადრევნის კიდეზე, შადრევანი მდებარეობს East 52nd Street & Park Avenue-ის კუთხეში.

თითოეული ჩვენგანის წარმოსახვაში განსხვავებული ნიუ-იორკი არსებობს, ფილმებსა და ფოტოსურათებში ნანახი, აღქმული და გონებაში აღბეჭდილი, მაგრამ საბოლოოდ ნიუ-იორკი ის ქალაქია, რომელიც ექსპერიმენტებისკენ გვიბიძგებს, გვაძლევს უფლებას დავუშვათ შეცდომები და აქ მის საზღვრებში საკუთარი ისტორია დავწეროთ...

ზევით