ბირკინის ჩანთას 40 წელი შეუსრულდა

ჯეინ ბირკინმა საკუთარი კვალი არა მხოლოდ ფრანგულ მუსიკასა და კინოში დატოვა, არამედ მოდის სამყაროშიც. სწორედ მის სახელს უკავშირდება ცნობილი ბირკინის ჩანთა.

birkin bag, ბირკინს ჩანთა, ჯეინ ბირკინი

ბირკინის ჩანთას 40 წელი შეუსრულდა

1984 წელს შექმნილი საკულტო ჩანთა სტატუსის სიმბოლოდ იქცა. Hermès-ი მოდის სახლი ბირკინის რეკორდული გაყიდვებითა და უამრავი ცნობილი კოლექციონერით ამაყობს. დღეის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მეტი ბირკინის ჩანთა YouTube სელებრითის, ჯეიმი ჩუასა და კარდაშიანების ოჯახის ყველაზე მდიდარ წევრს, კაილი ჯენერს აქვს.

jamie chua, birkin bag
YouTube სელებრითი ჯეიმი ჩუა და მისი ბირკინის კოლექცია

ბირკინის ჩანთის დაბადება

1981 წელს ჯეინ ბირკინმა Hermès-ის აღმასრულებელ დირექტორი, ჟან-ლუი დიუმა თვითმფრინავში გაიცნო. სწორედ მისთვის შექმნა მსახიობმა სკეტჩი იმ ჩანთის, რომელიც იდეალური ტყავის აქსესუარი იქნებოდა ქალისთვის, რომელშიც ყველა საჭირო ნივთს მოათავსებდა და მხარზე გადაიგდებდა. სწორედ ეს შეხვედრა იქცა ბირკინს ჩანთის შექმნის ინსპირაციად.

„რატომ არ აკეთებთ ჩანთას, რომელიც ოთხჯერ აღემატება „კელის“. გოგოებს მოსწონთ,  მკლავზე გადაკიდებული ჩანთები, სადაც ჩავყრით ყველაფერს, რაც კი გვჭირდება“, - ჯეინ ბირკინი.

დიუმასმა ზუსტად ის ჩანთა შექმნა, რომელიც ჯეინს სჭირდებოდა და მისი სახელიც დაარქვა. სწორედ ასე შეიქმნა ბირკინს ჩანთა, რომელიც ჩანთის ღირებულების კუთხითაც რეკორდებს ხსნის. 

ბირკინს ჩანთა

ჯეინ ბირკინი, „ბირკინის“ ჩანთის პროტოპის, რომელიც 2021 წელს ვიქტორია და ალბერტის მუზეუმში, ლონდონში იყო გამოფენილი, ხშირად იყენებდა სხვადასხვა პრობლემების მიმართ საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად და მასზე ხშირად მიაკრობდა ხოლმე სხვადასხვა მოწოდებებსა და ლოზუნგებს.

birkin bag

როგორც ცნობილია, რომ Hermès-ი ბირკინს ყოველწლიურად დაახლოებით 40 000 ამერიკულ დოლარს უხდიდა მისი სახელის გამოყენების სანაცვლოდ. თუმცა, ამ თანხა ჯეინი სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს სწირავდა. ჯეინ ბირკინს სულ რამდენიმე Birking Bag გააჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე საკულტო ჩანთა მის სახელს ატარებდა. ერთ-ერთი მათგანი 2014 წელს მსახიობმა აუქციონზე გაიტანა, ხოლო შემოსული თანხა არაკომერციულ ორგანიზაციას Anno's Africa-ს გადასცა.

ზევით