#სილამაზე

ბილი აილიში სადებიუტო სუნამოს Eilish-ს გამოუშვებს

გაზიარება:

მხოლოდ დროის ამბავი იყო, როდის ჩაერთვებოდა მუსიკალური სამყაროს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სილამაზის ინდუსტრიაში და ეს დღეც დადგა, ბილი აილიშმა სუნამოს, სახელად Eilish გამოშვება დააანონსა. როგორც მრავალწლიანი ვეგანისთვის, ბილისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ პროდუქტის ვეგანურობა და ის ფაქტი, რომ მისი სუნამო არ ყოფილიყო ტესტირებული ცხოველებზე (cruelty-free) და აილიშმა ორივე პუნტქის დაკმაყოფილება იდეალურად მოახერხა.

ბილი აილიშის პირველი სუნამო ზამთრის არომატებით იქნება გაჯერებული, მათ შორის კაკაოსა და ვანილის ნოტებით, "ის ძალიან კომფორტული და სენსიტიურია ჩემთვის, არომატი მიჩენს სურვილს, რომ შობისთვის მოვემზადო" - განაცხადა ბილი აილიშმა.

ბილის სურდა, რომ მისი სუნამო საკუთარი თავის საუკეთესო წარმდგენი ყოფილიყო, პროდუქტის შეფუთვა აილიშის რჩულ ნაწილებს განასახიერებს ქალის სხეულზე: მკერდს, ყელსა და ლავიწის ძვლებს.

ბილი აილიშისთვის მისი პირველი სუნამო ბავშვობის მოგონებების გაცოცხლებაცაა "ის მახსენებს იმ დროს, როდესაც 14 წლის ვიყავი და საყვარელი შავი ყელიანი ზედა მქონდა, წარმოდგენა არ მაქვს რატომ მახსენებს ეს სუნამო სწორედ ამ ზედას". მომღერლის პირველი სუნამო BillieEilishFragrances.com-ზე ნოემბრის თვეში გამოჩნდება და მისი შეძენა 68$-ად იქნება შესაძლებელი.

ზევით