#მოდა #MBFW TBILISI

BERHASM-ის ინდივიდუალურობისა და მრავალფეროვნების ზეიმი MBFW თბილისზე

გაზიარება:

No one can steal our dream. No one can replace our dream. No one can choose for us what to dream about!


Berhasm დიზაინერ ბესო თურაზაშვილის მიერ თბილისში დაფუძნებული ბრენდია, რომელიც, თავდაპირველად, გვერდით პროექტად შეიქმნა და მაისურებისა და კაპიუშონების მცირე ხაზს აერთიანებდა. წლებთან ერთად, Berhasm გაფართოვდა და მალე როგორც ქალებისთვის, აგრეთვე მამაკაცებისთვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების შექმნა დაიწყო. ბესო თურაზაშვილის ბრენდის დებიუტი 2019 წელს, პარიზის მოდის კვირეულზე შედგა და მას შემდეგ, ის და Berhasm, მოდის დედაქალაქის რეგულარული სტუმრები არიან. 

გუშინ, Berhasm-ი MBFW თბილისზე, 2023/24 წლების შემოდგომა/ზამთრის კოლექციით წარსდგა მოდის კვირეულის სტუმრების წინაშე.

ბრენდის იდენტობა დაარსების დღიდან, თავისუფლებასთან და საკუთარი თავის აღმოჩენასთან ასოცირდებოდა, გუშინ კი Berhasm-მა ჩვენი ოცნებების მნიშვნელობა შეგვახსენა და ახალი კოლექცია სწორედ მათ გაძლიერებას მიუძღვნა, ვისაც აქვს გამბედაობა საკუთარი ოცნებების ირწმუნოს. 

„ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ადამიანები და მივცეთ მათ საკუთარი ოცნებების, თავიანთი პირობებით განხორციელების საშუალება, რათა ერთად შევქმნათ პოზიტიური ცვლილებები ხელოვნების დახმარებით.

ჩვენ უარვყოფთ შიშს, ჩვენ ვეთაყვანებით კრეატიულობის ძალას“ - ნათქვამია Berhasm-ის განცხადებაში.

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექცია, ბესო თურაზაშვილმა ტრადიციული ქართული ელემენტების გამოყენებით შექმნა და ერის მრავალეფროვან კულტურასა და მის საუკუნოვან ისტორიას გაუსვა ხაზი. ბრენდის კოლექციაში პირველად გამოჩნდა ჯინსის ნაჭერი თუ ნაქსოვი, აგრეთვე ფეხსაცმელები და აქსესუარები.

ზევით