#სილამაზე

Beauty Spock: ჰელოუინის ერთადერთი შთაგონება, რომელიც დღეს გჭირდებათ

გაზიარება:

ყველა საშიში საღამო, რომელიც 31 ოქტომბრამდე მოეწყო, მხოლოდ მოსამზადებელ ეტაპს ჰგავდა, დღეს ნამდვილი დღესასწაული იმართება და თუ ამ დღემდე კოსტიუმების ყველა შესაძლო ვარიანტი მოირგეთ და შთაგონება აღარსად ჩანს, მაშინ ღრმად ჩაისუნთქეთ, რადგან ფრენსის ო'სალივანი უნდა წარმოგიდგინოთ, ცნობილი, როგორც Beauty Spock.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Frances (@beautyspock)

Beauty Spock-ის Instagram გვერდი ერთი დიდი განძის სკივრია, საკმარისია მისი ექსტრავაგანტული პინ-აპიდან დაწყებული რენესანსის შთაგონებული სახის ნატიფი ნახატებით და წინასწარმეტყველური ავტოპორტრეტებით დამთავრებული, ო’სალივანის გარდასახვები ჩამოსქროლოთ, რომ დღევანდელი ღამისთვის საჭირო შთაგონებას აუცილებლად იპოვით.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Frances (@beautyspock)

ფრენსის ო'სალივანის ნამუშევრებისგან კაშკაშა ექსცენტრიულობა იღვრება, მისი გარდასახვები ფართო, მრავალფეროვანი და ელეგანტურია. „ჩემი მთავარი ინსპირაციაა გრეის ჯონსი, ნიკ ქეივი, ლინდა კარტერი, პრინცესა დიანა და კარენ კარპენტერი - კარტოფილის პიურეს სტილის კომბინაცია. მაგრამ მთლიანობაში, ბოუი არის ჩემი ყველაზე დიდი შთაგონება, რომელიც მოიცავს სტილს, მუსიკას და შემოქმედებით პროცესს“, - ამბობს ო’სალივანი.  

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Frances (@beautyspock)

„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არასოდეს გავზრდილვარ, მე დღემდე ვჯდები და ვხატავ უცნაურ პატარა პერსონაჟებს, შემდეგ ვიცვამ მათ მსგავსად უმიზეზოდ. მაკიაჟი და კოსტუმი იყო ის გზები, რომლითაც შემეძლო რეალურად გადამექცია ჩემი ეს გატაცება ლეგიტიმურ კარიერად. ყოველთვის გატაცებული ვიყავი საშინელებათა ფილმებით და მათი თეატრალიზებით, განსაკუთრებით ძველი ფილმებით, რადგან მიყვარდა როგორი სასაცილო იყო ისინი. მახსოვს, ბავშვობაში ჰელოუინის წვეულებაზე ვცდილობდი „ეგზორცისტის“ მაკიაჟი გამეკეთებინა, მაშინ წარმოდგენა არ მქონდა იმაზე, თუ რაზე იყო ის“ - ფრენსის ო'სალივანი.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Frances (@beautyspock)

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Frances (@beautyspock)

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Frances (@beautyspock)

ზევით