#დეკორი

Barbie's DreamHouse - ბარბის მალიბუს ოცნების სახლი Airbnb-ზე გაქირავდება

გაზიარება:

სწორედ მაშინ, როცა ყველას გვეგონა, რომ გრეტა გერვიგის მომავალი Barbie ფილმის მარკეტინგის გუნდი იმაზე მეტ სიახლეს ვეღარ შემოგვთავაზებდა, რასაც პრესტურის განმავლობაში გვთავაზობს, სოციალური ქსელები მალიბუში განთავსებული ვარდისფერი სახლის ფოტოებით აჭრდელდა. Barbie's DreamHouse კერძო საკუთრებაში არსებული სახლია, რომელიც სრულად ბარბის ესთეტიკით არის მორთული, როგორც Thrillist იუწყება, მალე სახლის დაჯავშნა Airbnb-ის საშუალებითაც კი იქნება შესაძლებელი და მასპინძლად არც მეტი არც ნაკლები კენი მოგვევლინება.

Airbnb-ის განცხადებაში, რომლის ავტორადაც კენი გვევლინება, ნათქვამია, რომ ბარბი დროებით ქალაქიდან არის გასული, სახლის მასპინძლობას კი კენეერგიით - კენი გაგვიწევს.

Barbie's DreamHouse-ის დაჯავშნა 2023 წლის 21 და 22 ივლისისთვის იქნება შესაძლებელი. ყველაზე იღბლიანები ოცნების სახლში ღამის გატარებას პლუს ერთ ადამიანთან ერთად შეძლებენ. ვიზიტორებს შეეძლებათ სახლის ყველა სასურველი ელემენტით ისარგებლონ, დაიძინონ ბარბისა და კენის საძინებელში, მოირგონ სამოსი მათი გარდერობიდან, დაუკრან კენის გიტარაზე და ფილმით შთაგონებულ საცეკვაო მოედანზეც კი გაატარონ დრო.

სახლს აგრეთვე აქვს უსასრულო აუზი და ულამაზესი ხედები ქალაზე.

„ჩვენ ყველას გვაქვს ოცნებები, ბარბი იღბლიანია რომ მისი სახლი ამ ოცნებებით არის მორთული” - წერს კენი პრესრელიზში.„მაგრამ ახლა ჩემი ჯერია ვუმასპინძლო სახლში სტუმრებს”. Barbie's DreamHouse-ის დაჯავშნა 17 ივლისს იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ გრეტა გერვიგის რიგით მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმი Barbie დიდ ეკრანებზე 21 ივლისიდან გამოჩნდება. ფილმში მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ.

ზევით