#მოდა #MBFW TBILISI

ANOUKI FW 2021 - მერმერსედეს-ბენც მოდის კვირეული გაიხსნა #MBFW

გაზიარება:

და აი ისიც - თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული ციფრულ ფორმატში დაგვიბრუნდა! სულ რამდენიმე წუთის წინ, 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციების ჩვენებების სერია ანუკი არეშიძის კოლექციით გაიხსნა და სანამ ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვართ, ANOUKI-ს შთამბეჭდავი ციფრული ჩვენების შესახებ დეტალურად გიამბობთ.

დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და უდავო ფაქტით - შემოდგომა/ზამთრის 2021 წლის კოლექცია ყველაზე კარგად წარმოაჩენს ანუკი არეშიძის პიროვნულობას, ეჭვგარეშეა, რომ დიზაინერმა ახალ სილუეტებზე მუშაობისას პიროვნული სტილის, გემოვნებისა და ხასიათის საუკეთესო სინთეზი მოახდინა კოლექციაში და ეს ყოველ ნამუშევარზე სრულყოფილად აისახებოდა.

ANOUKI FW 2021

ANOUKI FW 2021-ის ციფრული ჩვენება თეთრი ფერის კაბებით გაიხსნა, რომელიც სულ მალე ჩაანაცვლა ჯერ ნაცრისფერმა, შემდეგ ლურჯმა ბოლოს კი შავმა სამოსმა, ამ უკანასკნელის პრეტენზიულობის მიუხედავად კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანუკის სილუეტებს ჩვენთვის იმედი არ გაუცრუებიათ.

ANOUKI FW 2021

ANOUKI FW 2021-ის ჩვენება ერთი მსახიობის, ბრწყინვალედ შესრულებულ, თეატრს მოგვაგონებდა

ANOUKI FW 2021

ანუკი არეშიძის გოგონა ჰაეროვანი, ნაზი და ელეგანტური, თუმცა იმთავითვე თავდაჯერებული და ამაყია, მან ზუსტად იცის, რომ თუ კი ერთ საღამოს ფემინურ სტილში გამოჩენას გადაწყვეტს და ულამაზესი საღამოს კაბით წარდგება, მეორე დღეს თამამად შეძლებს იყოს მასკულინური სტილის მატარებელი და Oversized პიჯაკები და კლასიკური ორეულები სიამაყით მოირგოს.

ANOUKI FW 2021

მბზინავი დეტალები, თვალისმომჭრელი აქსესუარები და კაშკაშა თვლებით გაწყობილი ფეხსაცმელები ყოველთვის წარმოადგენდა ანუკი არეშიძის სავიზიტო ბარათს, რომლის გარეშეც დიზაინერის კოლექციის ხილვა შეუძლებელიც კია. იმავეს თქმა შემიძლია ვეგანურ ტყავზე, რომლითაც ანუკი ბოლო რამდენიმე სეზონია საკმაოდ წარმატებით "თამაშობს" და ყოველ სეზონზე ერთმანეთისგან განსხვავებულ, თუმცა საოცრად მომხიბვლელ სილუეტებს ქმნის. 

ANOUKI FW 2021

ANOUKI FW 2021-ის ციფრულ ჩვენებაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სივრცე, შავი ფონი და სარკისებრი პოდიუმი, რომელმაც ანუკის ჩვენებას მაგიურობა შემატა. სარკისებრი ეფექტის წყალობით,  მოდელის ელენე ღაღანიძის ყოველ ნაბიჯს, მის ყოველ მოძრაობასა და განსაკუთრებით მბზინავ დეტალებს პოდიუმი ერთიანი სილამაზით აირეკლავდა.

დაზუსტებით არ შემიძლია იმის თქმა, იყო თუ არა ანუკი არეშიძისთვის გედების ტბა შთაგონების წყარო, ან წინასწარ ჰქონდა თუ არა დიზაინერს ჩვენების ბოლოს შავი გედის პოდიუმზე გამოყვანა ჩაფიქრებული, თუმცა ეს იდეალურად ნამდვილად გამოუვიდა და ელენე ღაღანიძეც მბზინავი შავი კაბითა და თმაში თვლებით უბრალოდ მშვენება გახლდათ.

ANOUKI FW 2021

ზევით