8 აპრილს დედაენის ბაღში „სხვა ლეველის ფლიპი“ გაიმართება

8 აპრილს, შაბათს, დედაენის ბაღში „სხვა ლეველის ფლიპი“ გაიმართება. 

„სხვა ლეველის ოდისეის“ მაყურებლებს უკვე გეცოდინება - პირველი სერიის პირვლესავე წუთებში როგორც ცდილობს დავითა რაღაც სკეიტბორდული ილეთების შესრულებას სრულიად უშედეგოდ. 

ჰოდა, რაც დავითას ვერ გამოუვიდა - დროა ის შენ სცადო!

ასე რომ, დავითა და Extreme fest Tbillisi სკეიტერებს სხვა ლეველის ილეთების გასაკეთებლად გაჩელენჯებთ. 

მონაწილეების რეგისტრაცია 12:00 საათიდან დაიწყება - აუცილებელი პირობა კი სკეიტზე დგომის ცოდნა და 18 წლამდე მონაწილეებისთვის, მეურვეების თანხმობის წარდგენაა! 

სკეიტერები ჯგუფებად დაიყოფიან. წესები კი  -კლასიკურად - Game of Skate-ის წესებს მიჰყვება. 

რაც შეეხება საჩუქრებს: 

პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა დაფა Toxigen Board Shop-ისგან. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს „თემურ ჭყონია არ არსებობს“  მაისური და კინოთეატრის ბილეთები ელოდება  Cavea +. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გასულებს კი 1 შეკვრა კოკა-კოლა და მენთოსი გადაეცემათ, რათა პორტალები ლიწინ-ლიწინით გახსნან. კონკურსის წესებისა და ახალი ამბების სანახავად, შეგიძლია „სხვა ლეველის ოდისეის“ FB - გვერდს ესტუმრო.

არ აქვს მნიშვნელობა, სკეიტი შენი მეგზურია თუ არა - დედაენის ბაღში, შაბათს, 12 საათიდან მისვლა სკეიტზე არასდროსმდგარებსაც თავისუფლად შეგიძლია!

ზევით