#სპორტი

Extreme Fest Tbilisi - თბილისში ექსტრემალური სპორტის ფესტივალი გაიმართა

გაზიარება:

29 ოქტომბერს, დედაენის პარკში, პირველად საქართველოში და კავკასიის მასშტაბით, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებაში ფარგლებში გამართულ შეჯიბრში მონაწილეობა სხვადასხვა დისცილინის სპორტემენებმა მიიღეს, გამოცდილმა მსაჯებმა კი, საქართველოს 4 საუკეთესო სპორტსმენი გამოვლინეს სკეიტბორდის (skateboard), ბიემიქსის (bmx), როლერ სპორტისა და (roller sport) და  სკუტერის (scooter) მიმართულებით.

Extreme Fest Tbilisi-ის ორგანიზატორები არსენ მამეტოვი და შმაგი სამხარაძე არიან. არსენი არის ოსი, წარმოშობით ცხინვალიდან, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოში ექსტრემალური სპორტის ოლიმპიური ჩემპიონები გაზარდოს.

არსენს სურს, განავითაროს თბილისის ექსტრემალური სპორტი და მისი მიზანია შექმნას ავთენტური ღონისძიება, რომელიც ქალაქის ტრადიციად იქცევა; ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა ათლეტებისთვის და სტიმული მათი პიროვნული თუ სპორტული განვითარებისა. არსენის დიდი გეგმები აქვს, მას სურს რომ თბილისში ექსტრემალური სპორტის სკოლა ჩამოაყალიბოს და ამავე მიმართულების სპორტის ფედერაციას ჩაუყაროს საფუძველი. 

„პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მე ვარ ოსი, წარმოშობით ცხინვალიდან, ბოლო პერიოდია, თბილისში ვცხოვრობ. Extreme Fest Tbilisi-ში მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა ახალგაზრდამ სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ამ სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.  ჩვენთან ერთად იყვნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც, მათ შორის იტალიის, სამხრეთ აფრიკისა და უკრაინის მკვიდრნი. დარწმუნებულები ვარ, რომ შემდეგი ფესტივალი, რომელიც 2023 წლის მაისშია დაგეგმილი, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ქართული ექსტრემალური კულტურის ისტორიაში. მზად ვარ, ჩემი პროფესიითა და შესაძლებლობებით, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს დავუჭირო მხარი და მაგალითი მივცე ახალგაზრდების, რომ სპორტი აერთიანებს!“ - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, არსენ მამეტოვმა.

ფესტივალის ორგანიზატორმა და მოძრაობა „ამრას“ თანადამფუძნებელმა, შმაგი სამხარაძემ კი კომენტარის გაკეთებისას, ღონისძიების, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან კავშირის დამყარების საშუალებაზე ისაუბრა: „ეს ფესტივალის იმის მაგალითია, რომ ჩვენი თანამემამულენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარ მომავალს, თვითრეალიზაციის შანსებს ჩვენთან თანაცხოვრებაში ხედავენ. არსენის ისტორია ყურადსაღბია, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს დამატებითი ხმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებისთვის, გახდეს წარმატების ერთ-ერთი მაგალითი ახალგაზრდობისთვის. შერიგებას, მშვიდობას, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს და მჯერა, არსენის ფიგურა ნამდვილად ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ნდობის აღდგენის საკითხში“.

ქართული ექსტრემალური კულტურის ისტორიაში, რიგით მეორე ღონისძიება, 2023 წლისთვის არის ჩანიშნული.

ზევით