#წიგნების თარო

5 ფემინისტური წიგნი, რომლის წაკითხვასაც ემა უოტსონი გვირჩევს

გაზიარება:

გაეროს კეთილი ნების ელჩი და ქალების უფლებებისა და გენდერული თანასწორობისთვის დაუღალავად მებრძოლი ემა უოტსონი, ცხოვრებაშიც გრიფინდორელი გოგონაა, რომელიც გიჟდება კითხვაზე და საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გაზიარებაზე. ლიტერატურის სიყვარულს ემა იმით ამჟღავნებს, რომ ხშირად ლონდონის ქუჩებში საყვარელ წიგნებს შეფარეულ ადგილებში მალავს, რათა ღირსეულმა მკითხველმა მას მიაგნოს.

2016 წელს ემამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნების ონლაინ კლუბი Our Shared Shelf დაარსა, რომლის წევრებიც მრავალმხრივ საინტერესო მწერლებისა და მათი შემოქმედების ნიმუშებს ერთმანეთში განიხილავენ და ხშირად რეკომენდაციებსაც აძლევენ საზოგადოებას. 

1. women who run with wolves

მგლებთან ერთად მორბენალი: ველური ქალის აქეტიპი, მითები და ისტორიები - კლარისა პინკოლა ესტეს 1989 წელს გამოქვეყენბული წიგნია, რომელიც ათწლეულების მიუხედავად აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. წიგნი ველური ქალის შესახებ მოგვითხრობს და გვანახებს, რომ ცივილიზებული საზოგადოებაც თავისი არსითვე ველურია.

 

სამწუხაროდ, წიგნი ქართულ ენაზე ჯერაც არ არის თარგმნილი, თუმცა მისი ინგლისური ვერსიის შეძენა Amazon-ზე შეგიძლიათ

ყიდვა

2. Outrageous acts and everyday rebellions

გლორია სტაინემი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორი და უკვე საკულტოდ ქცეული ფიგურაა, როგორც პუბლიცისტიკაში, ისე ფემინიზმის ისტორიაში. მის კალამს ეკუთვნის ესეების ნაკრები სახელწოდებით - აღმაშფოთებელი ქმედებები და ყოველდღიური ამბოხი, რომელიც ემა უოტსონის სიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

 

ესეების კრებულის შეძენას Amazon-ზე შეძლებთ.

ყიდვა

3. Good and mad

რებეკა ტრეისტერის კალამს არა ერთი შთამაგონებელი ნაწარმოები ეკუთვნის, მათ შორისაა წიგნი, რომელშიც საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ქალების ისტორიებია მრავალმხრივად გაშლილი. ამ ბესთსელერში რებეკა ცდილობდა გაერკვია, რა გავლენა მოახდინეს მათ საზოგადოებრივ აზროვნებასა და პოლიტიკაზე და იმთავითვე ცდილობდა ეჩვენებინა რა ძალა აქვს ქალების რისხვას.

 

ჯერჯერობით ქართული თარგმანის არ ქონის გამო, გთავაზობთ წიგნს ინგლისურ ენაზე

ყიდვა

4. The Vagina Monologues

ივ ენსლერმა დიალოგის რეჟიმში საუბარი საზოგადოებასთან ყველაზე ადრე დაიწყო - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქალების მიმართ სასტიკი მოპყრობისა და მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ არავინ საუბრობდა.

 

წიგნის შეძენა ამ შემთხვევაშიც Amazon-ზე შეგიძლიათ

ყიდვა

 

5. The things I would tell you

საბრინა მაჰბუზის ეს წიგნი პირადი ისტორიების კრებულია, თითოეული მათგანი საგულდაგულოდ იყო მწერლის მიერ ჩაწერილ, რათა მსოფლიოსთვის ეამბო - როგორია იყო თანამედროვე სამყაროში მუსულმანი ქალი.

 

პირად ისტორიებს ამ შემთხვევაშიც Amazon-დან მოისმენთ

ყიდვა

ზევით