#მოდა #სილამაზე

10 გაკვეთილი, რომელიც ჯეკი კენედიმ სტილისა და სილამაზის შესახებ გვასწავლა

გაზიარება:

ჟაკლინ კენედი-ონასისი გარდაცვალებიდან 20 წელზე მეტი გავიდა და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედის საკულტო მემკვიდრეობა ფილანთროპიისა და მოდის შესახებ კვლავაც აგრძელებს შთაგონებას მსოფლიოს გარშემო. წარმოგიდგენთ 10 გაკვეთილს, რომელიც მოდის კერპმა სტილისა და სილამაზის შესახებ გვასწავლა.

1. გახსოვდეთ, რომ ტუჩსაცხი შეიძლება იყოს აქსესუარი

მიუხედავად იმისა, რომ ჯეკი უფრო მინიმალისტურ მაკიაჟს ანიჭებდა უპირატესობას, მისი ტუჩსაცხი ყოველთვის იდეალურად ეხამებოდა მის სამოსს.

2. ძილის წინ თმა აბრეშუმის შარფით შეიხვიეთ

ნიუ-იორკში ჟაკლინის ვიზაჟისტის, პიტერ ლამასის თქმით, ჯეკის ყოველთვის აბრეშუმის ბალიშის პირზე ან ელეგანტური აბრეშუმის შარფით თმაში ეძინა, რათა თავიდან აერიდებინა თმის გაფუება.

3. დაიბანეთ სახე ყოველდღიურად

ჯეკიმ ირჩევდა მინერალებით მდიდარ საპნებს, მისი ფავორიტი იყო Erno Laszlo-ს Sea Mud Soap, მდიდარი კალციუმით, კალიუმით და მაგნიუმით, ის ექსფოლიაციას უტარებს კანის ბუნებრივი ფენების მოცილების გარეშე.

4. გამოიყენეთ ერთი საფირმო სუნამო, რათა ყველამ შეძლოს თქვენი ამოცნობა სურნელით.

როგორი იყო ჯეკის არჩევანი? - Lovely Patchouli 55, House of Krigler-სგან.

5. არასოდეს გამოგრჩეთ კარგი წარბები

ბრუკ შილდსამდე და კარა დელევინამდე დიდი ხნით ადრე, ჯეკი კენედიმ იცოდა როგორ გაესვა ხაზი საკუთარი წარბების სილამაზისთვის. ის ხშირად მიმართავდა წარბების შევსებისა და ფორმირების ხრიკს.

6. ნუ გადაამეტებთ, იყავით მინიმალისტური, მაგრამ არა დაუდევარი

ჯეკის იდეალურ გარეგნობასაც კი ჰქონდა კომფორტისა და სიმსუბუქის შეხება. მან ამას მიაღწია ისეთი ხრიკებით, როგორიცაა შარფი თმის გარშემო ცუდი ვარცხნილობის დღეებში, ან დიდი მზის სათვალეებით, რათა შენიღბოდა ის დღეები, როცა ცოტა ნაკლებად კაშკაშებდა.

7. ინვესტიცია სახის კრემებში

მიუხედავად მწეველის სტატუსისა, ჯეკი ასაკშიც დიდებულად გამოიყურებოდა, მისი საიდუმლო შეგვიძლია Erno Laszlo's Phormula 3-9 Repair cream-ში ვეძებოთ.

8. აქტიურად მოიხმარეთ სახის ზეთები

ზეთი + კრემის კომბინაცია პირველი ლედის მუდმივად დატენიანებული კანის რეცეპტი იყო.

9. გამოიყენეთ თმის პროდუქტები ბოლოებზე

როდესაც ვფიქრობთ ჯეკი კენედიზე, არ შეგვიძლია არ გაგვახსენდეს მის სრულყოფილი თმა. მისი ვარცხნილობა მრავალი, ფუნჯის, საშრობისა და სტილის ხელსაწყოების შედეგი იყო და, შესაბამისად, მას უნდა ეპოვა გზა, რათა მინიმუმამდე დაეყვანა ზიანი. როგორც პიტერ ლამასმა გაამხილა, ჯეკი ხშირად იყენებდა ლავანდის ზეთს თმის ბოლოებზე.

10. Less is more!

იდეალურად უნაკლო კანის შესანარჩუნებლად პირველი ლედი იყენებდა ერთ პროდუქტს: Elizabeth Arden's Flawless Finish ბაზას. მისი დამატენიანებელი ძალებით, მსუბუქი დაფარვით და ატმის ეფექტით, თითქმის შეუძლებელი იყო იმის შემჩნევა, რომ მას რაიმე ესვა სახეზე.

ზევით