#მოდა

სანდრო ვეფხვაძე: ქართული მოდის ახალი სახე DOLCE & GABBANA-სა და DIOR-ის ორბიტაზე

გაზიარება:

ქართული მოდის სცენას ახალი ამომავალი ვარსკვლავი ჰყავს. სანდრო ვეფხვაძე პირველი ქართველი მამაკაცი მოდელია, რომელმაც საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის გლობალური ბრენდების, Dolce & Gabbana-სა დ Dior-ის ყურადღება მიიპყრო და ევროპის პოდიუმებზე საკუთარი ხელწერა დატოვა.

მილანის მამაკაცის მოდის კვირეულზე იტალიურმა მოდის სახლმა Dolce & Gabbana გაზაფხული/ზაფხული 2027 წლის კოლექცია წარადგინა. კოლექცია Vacanze Siciliane ხმელთაშუა ზღვის ესთეტიკას, ჰაეროვან ფაქტურებსა და მზიან, კონტრასტულ პალიტრას ეფუძნებოდა. სანდრო ვეფხვაძე იტალიური მოდის სახლის პოდიუმზე სხეულზე მომდგარი მაისურითა და მოკლე შორტებით გამოჩნდა.

სანდრო ვეფხვაძე, sandro vepkhvadze, dior riviera

სანდროს დებიუტი ბრენდისთვის გასულ სეზონზე, F/W 26 Men's Show-ზე შედგა, სადაც მან დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას საფირმო, კლასიკური შავი ლუქი წარადგინა.

ქართველი მოდელი ფრანგული მოდის სახლის, Dior-ის ახალი კამპანიის სახეც გახლდათ. ცნობილი ფოტოგრაფის, გრეი სორენტის ობიექტივში მან Dior Riviera-ს კოლექცია მოირგო. ჯონათან ანდერსონის მიერ შექმნილი საზაფხულო კოლექცია ფრანგი მხატვრის, კრისტიან ბერარის შემოქმედებითაა შთაგონებული და თეატრალურ, ავანგარდულ ესთეტიკას ეფუძნება, რასაც სანდროს ქარიზმატული გარეგნობა იდეალურად ერწყმის.

სანდრო ვეფხვაძე, sandro vepkhvadze, dior riviera

სანდრო ვეფხვაძე, sandro vepkhvadze, dior riviera სანდრო ვეფხვაძე, sandro vepkhvadze, dior riviera

საერთაშორისო ასპარეზზე გასვლამდე სანდროს კარიერა ლოკალურ სცენაზე ქართულ ბრენდ Situationist-თან თანამშრომლობით დაიწყო. ამასთანავე, სანდროს პორტფოლიო უკვე აერთიანებს ისეთ კონცეპტუალურ პროექტებს, როგორიცაა სამკაულების ბრენდის NeverNoT-ის კამპანია და Massimo Dutti-ს უახლესი ლუქბუქი.

სანდრო ვეფხვაძე, sandro vepkhvadze, NeverNoT სანდრო ვეფხვაძე, sandro vepkhvadze, Situationist

ასე რომ, Dior-თან თანამშრომლობა, Dolce & Gabbana-ს პოდიუმი და წამყვან დიზაინერებთან კოლაბორაცია სანდრო ვეფხვაძეს არა უბრალოდ პერსპექტიულ სახედ, არამედ საერთაშორისო მოდის ამომავალ ვარსკვლავად აქცევს.

ზევით