საქართველოს ეტლით-მოფარიკავეთა ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია
#სპორტივარშავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორებად საქართველოს ეტლით-მოფარიკავეთა ქალთა ნაკრები მოგვევლინა. ფინალურ ბრძოლაში ქართველი მოფარიკავეები უკრაინის ნაკრებს შეხვდნენ და მძიმე ბრძოლაში 45:43 დაამარცხეს და ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს.