რა წიგნები აჩუქა WHITE LOTUS-ში ჩელსიმ საქსონს?
„თეთრი ლოტუსის“ მესამე სეზონში საქსონ რატლიფის პერსონაჟი თვალსაჩინო ტრანსფორმაციას გადის — ჩელსის და ბუდისტური ლიტერატურის დახმარებით, პრივილეგირებული nepo baby სულიერ ძიებას იწყებს.
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, თვალწარმტაც და ამაღელვებელ მუზეუმ ლუვრს, 228 წლიანი ისტორიის განმავლობაში, პირველი ხელმძღვანელი ქალი ჰყავს. ლაურენს დე კარი თანამდებობაზე, თავად ემანუელ მაკრონმა დანიშნა, ლაურენსი თანამდებობის დაკავებას 1-ელი სექტემბრიდან შეძლებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე მონახულებადი მუზეუმის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის ასობით მსურველი იბრძოდა, 54 წლის ხელოვნების ისტორიკოსისთვის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი, ის სატელეფონო ზარი გახლდათ, როდესაც კულტურის მინისტრმა ახალი თანამდებობა ლაურენსს პირადად მიულოცა.
ეს სასიხარულო და ამაღელვებელი მომენტი იყო, ის ზარი ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება
ჟურნალისტისა და მწერლის ქალიშვილი და ნოველისტ გაი დე კარის შვილიშვილი, ახლა უკვე ლუვრის ახალი ხელმძღვანელი, ცნობილი, ნაცისტების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურებული ხელოვნების ნიმუშებისთვის ახალი ცხოვრების მიცემით გახდა. ლაურენსი, წლების განმავლობაში, დაუღალავად შრომობდა ამ საქმისთვის, ის აწყობდა გამოფენებს თემის გარშემო ცნობიერების ამაღლების კუთხით და ქმნიდა სპეციალურ პროგრამებს ახალგაზრდების მისაზიდად.