„ფესტ ი ნოვა 2021“: თანამედროვე ხელოვნების რიგით მე-13 ფესტივალი გაიხსნა
#მხატვრობა„არტ ვილა გარიყულა“ ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების რიგით მე-13 ფესტივალს „სახესხვაობას“ წარმოგვიდგენს. კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, წელს გამოფენა სამ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში სულ ცხრა არტისტი შეირჩა, რომელთაგან ექვსი ხელოვანის: სალომე გაგუას, მარი ყალაბეგაშვილის, თამუსა ზარქუას, გვანცა ჯგუშიას, ლოლა მაჭარაშვილისა და ნიკა კოპლატაძეს ნამუშევრები 24 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით „მაუდის“ სივრცეში, გამოფენაზე CANILEAVENOW, იქნება წარმოდგენილი.