გია ყანჩელი - გენიოსი კომპოზიტორი საქართველოდან
#მუსიკაყანჩელის ხმოვან სამყაროში რაღაც წარმოუდგენლად ბუნებრივი ჟღერს, სწორედ ესაა, რაც ასე სულის სიღრმეებში გვწვდება. ყანჩელის მუსიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან, ქართულ ფოლკლორთან. ნოსტალგია და სევდა, საბჭოთა კავშირში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და სამოქალაქო ომით განადგურებული საქართველო, ყოველივე ამით გამოწვეული მწუხარება მის მუსიკას თან სდევს.