ნიუ-იორკში Barclays Center-ში, გასულ ღამეს, მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონია MTV VMA გაიმართა. რიგით 38-ე დაჯილდოებამ, როგორც მოსალოდნელი იყო ხმაურიანად ჩაიარა. მოვლენათა ეპიცენტრში დასაწყისშივე წითელი ხალიჩა მოექცა, სადაც თავი მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა მომღერლებმა მოიყარეს მათი გამოჩენა კი მხოლოდ ერთ რამეს მოასწავებდა - სულ მალე მთელი მსოფლიო მათ ჩაცმულობაზე ილაპარაკებდა.
სასაუბრო ცნობილებმა ნამდვილად მოგვცეს, ვენეციის კინოფესტივალზე გამოჩენის შემდეგ ჯენიფერ ლოპესი MTV VMA 2021-ზე, ქართველი დიზაინერის დავით კომახიძის სამოსში გამოწყობილი ვიხილეთ. Mugler-ის გამჭვირვალე კაბით შემოსილი მეგან ფოქსი ხალიჩაზე მეგობარ მამაკაცთან ერთად გამოჩნდა. ოლივია როდრიგომ არჩევანი Versace-ს კაბაზე შეაჩერა.
ჯასტინ ბიბერის ჩაცმულობაზე კიდევ ერთმა ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ იზრუნა, მისმა მეუღლემ ჰაილი ბიბერმა კი Alaïa-ს თეთრი კაბა შეარჩია.
დაჯილდოების საღამოს მთავარი პრიზი მომღერალ Lil Nas X-ს გადაეცა, სიმღერისთვის Montero (Call Me By Your Name), წლის არტისტის ტიტული ჯასტინ ბიბერმა მოირგო, წლის საუკეთესო სიმღერის ჯილდო ოლივია როდრიგოს გადაეცა, სიმღერისთვის Drivers License, ოლივიამ აგრეთვე წლის ახალი არტისტის და წლის საუკეთესო პერფორმანსისთვისაც მიიღო ჯილდო და შეიძლება ითქვას, რომ საღამოს ტრიუმფატორადაც მოგვევლინა.
დღეს, ჩვენი რედაქცია შემოდგომის ლუქების შთაგონებას გთავაზობთ. ტემპერატურის დაცემასთან ერთად, დროა, გარდამავალი სეზონის ლუქებზე ფიქრიც დავიწყოთ. სეზონის სტილის განუყოფელი ნაწილი კი კაბისა და ჩექმების მარტივი და ელეგანტური კომბინაციაა.
მოდის ისტორიაში არმანის სახელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის იმ დიზაინერთა შორისაა, რომლებმაც ეპოქის მიმართულება შეცვალეს. ჯორჯო არმანიმ მამაკაცის კოსტუმს ახალი სახე მისცა, ქალთა მოდაში კი თავდაჯერებული და ელეგანტური სტილი დაამკვიდრა. არმანის სახელი სამუდამოდ უკვდავყოფილია როგორც მოდის, ისე კულტურის ისტორიაში.
ანა ვინტურმა ამერიკული Vogue-ის სარედაქციო კონტენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ვინტური მოდის ყველაზე გავლენიან ჟურნალს არ ტოვებს, თუმცა ამერიკული გამოცემის საქმიანობას ამიერიდან 39 წლის ქლოე მალი გაუძღვება.