„მაგნოლია“ - ნათია თოდუას სიურრეალისტური მუსიკალური კლიპის პრემიერა
#მუსიკა9 აპრილს, საქართველოს დროით 8 საათზე, ბერლინში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის, ნათია თოდუას ახალი კლიპის პრემიერა გაიმართა. ანა კალანდაძის ლექსზე, ცინუკი დადიანის სიმღერის განახლებულ ვერსიასთან ერთად, მუსიკალური კლიპის ჩაწერის იდეა ნათიას რამდენიმე თვის წინ დაებადა და ის რეჟისორ ზაზა ორაშვილთან ერთად სისრულეში, ხანგრძლივი და საკმაოდ შრომატევადი პროცესის შემდეგ მოიყვანა.