ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფმა უკრაინის დასახმარებლად კიდევ ერთი საქველმოქმედო კონცერტი დააანონსა. 11 მაისს, ვასო აბაშიძის ახალ თეატრში „მგზავრები“ კონცერტს გამართავენ, როგორც ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი, კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ჰუმანიტარული და სამედიცინო თანადგომის ფონდში.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია Tkt.ge-ზე, ბილეთის ღირებულება 50 ლარი გახლავთ.
დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალური ქსელების მეშვეობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფი „მგზავრები“ აპრილის თვეში მოსკოვში კონცერტის ჩატარებას გეგმავდა. ქართველი საზოგადოება ამ ინფორმაციას კრიტიკულად შეხვდა, მალევე ჯგუფის წარმომადგენლებმა უარყვეს გავრცელებული სიახლე და აღნიშნეს, რომ ეს უბრალოდ დეზინფორმაცია და სიცრუე გახლდათ.
„გავრცელებული ინფორმაცია მგზავრების საკონცერტო ტურნესთან დაკავშირებით რუსეთში არის დეზინფორმაცია და სიცრუე“ - ნათქვამი იყო განცხადებაში.
„მგზავრების“ სოლისტის გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლის მარინა კარპისა და მისი კოლეგის ევგენი ეფანოვის თანამშრომლობით, საქველმოქმედო ფოტოპროექტი „ჩვენ ერთ ნავში ვართ“ დაიგეგმა, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა ხელოვანებმა, მუსიკოსებმა, ტელეწამყვანებმა თუ მეწარმეებმა მიიღეს.
„აგვისტო“ – ასე ჰქვია ნინი ფარსენაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიან კინოსურათს, სადაც მაყურებელი 2008 წლის აგვისტოს ნიუ-იორკში მოგზაურობს და იცნობს ემიგრანტ ბიჭ ლუკას, რომელიც ოცნებების ქალაქად წოდებულ მეგაპოლისში მწერლობაზე ოცნებობს.
იორგოს ლანთიმოსი ბერძენი რეჟისორია, რომელმაც თანამედროვე კინოს ენა შეცვალა. მისი ფილმები, იკვლევს ძალაუფლებას, გრძნობას და ადამიანურ ბუნებას ზუსტ და ორიგინალურ ფორმებში.
TheDiary ყოველ თვე გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც საუკეთესოდ გადმოსცემენ სეზონის განწყობას. ოქტომბრისთვის შერჩეულია ჰორორი, დრამა და მელოდრამები, ფილმები რომლებიც შიშის, ემოციისა და რომანტიკის ზღვარზე იმყოფებიან.