მოდა

ზაფხულის ტრენდული ფერი - ვარდისფერი

ზაფხულის ტრენდული ფერი - ვარდისფერი

Simone Rocha, Boss, Versace, Prada, Miu Miu, Loewe და სხვა არაერთი მოდის სახლი თანხმდება, რომ ვარდისფერი 2021 წლის ზაფხულის მთავარი ფერია. ვარდისფერი ყველაზე მეტად ასოცირდება ყვავილებთან, ქალურობასთან და რომანტიკასთან. სურნელოვანი ვარდის ფერი თუ სექსუალური ჟოლოსფერი – ამ ფერის ნებისმიერი გრადაცია საოცრად მოდურთან ერთად, ეფექტური და თვალშისაცემია.

„მოდა, ხელოვნება არ არის?”: VALENTINO HAUTE COUTURE ჩვენება

„მოდა, ხელოვნება არ არის?”: VALENTINO HAUTE COUTURE ჩვენება

„მოდა ხელოვნება არ არის” - წერდა Valentino-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი პიერპალო პიჩოლი Valentino Des Ateliers-ის შოუში, თუმცა მოდის სახლის Haute Couture ჩვენების ხილვის შემდეგ, რომელიც ვენეციის სახელოვნებო ბიენალეს სახლში გაიმართა, ვრწმუნდებით, რომ პიერპალო პიჩოლის ეს ფრაზა, სხვა არაფერია, თუ არა სატირა.

ჯანი ვერსაჩეს მემკვიდრეობა და სუპერმოდელების ფენომენი

ჯანი ვერსაჩეს მემკვიდრეობა და სუპერმოდელების ფენომენი

ჯანი ვერსაჩემ თანამედროვე მოდას ნათელი ფერები, სექსუალურობა, ინდივიდუალურობა და როკ-ენ-როლი შემატა. 1970-იან წლებში, მოდის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმისას, ჯანიმ ზუსტად იცოდა როგორ უნდა შეეცვალა ქალების გარშემო გაჩენილი სტერეოტიპები. ჯანის ღრმად სწამდა, რომ ტანსაცმლის დიზაინერის მთავარი მოვალეობა - წესების დარღვევა და ბარიერების გადალახვა იყო.

ქეით მოსი SKIMS-ის ახალი სახეა #Shopping

ქეით მოსი SKIMS-ის ახალი სახეა #Shopping

90-იანი წლების ლეგენდარული სუპერმოდელი ქეით მოსი SKIMS-ის ახალი სახე გახდა და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიმ კარდაშიანის ქალის თეთრეულის ბრენდის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა 1 წლის განმავლობაში. SKIMS-მა მოახერხა და მოკლე დროში Nordstrom-სა და SSENSE-ს ონლაინ საიტებზე კოლექცია თითქმის სრულად გაყიდა, ახლა კი ბრენდის სახედ თავად ქეით მოსს ირჩევს.

Burberry-ს საზაფხულო კამპანია ნაომი კემპბელთან ერთად

Burberry-ს საზაფხულო კამპანია ნაომი კემპბელთან ერთად

Luxury ბრენდებისა და მათი ახალი კოლექციების თვალის გადავლებაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ლოგომანია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფაზა ან დიზაინერების ახირება. Burberry-ს კრეატიულმა დირექტორმა რიკარტო ტიშიმ სულ რამდნეიმე დღის წინ ბრენდის მონოგრამირებული საზაფხულო კოლექცია წარადგინა მთავარ "როლში" ნაომი კემპბელის მონაწილეობით.

ეშლი გრეჰემი მეორე შვილს ელოდება

ეშლი გრეჰემი მეორე შვილს ელოდება

პლუს ზომის მოდელი ეშლი გრეჰემი დედა მეორედ გახდება, ეშლი და მისი მეუღლე ჯასტინ ერვინი, რიგით მეორე შვილს ელოდებიან. სიახლე გრეჰემმა გამომწერებს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუზიარა და Instagram-ზე მომავალი დედის ამპლუაში გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა.

5 ტრენდი Paris Couture Week-დან, რომელსაც მომავალ სეზონზე მოვირგებთ

5 ტრენდი Paris Couture Week-დან, რომელსაც მომავალ სეზონზე მოვირგებთ

Paris Couture Week-მა მთელი თავისი დიდებულებით ჩაიარა, ქართველმა დიზაინერმა და ფრანგული მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ, 53 წლის შემდეგ მოდის სახლის Haute Couture კოლექცია წარადგინა. პარიზში მსოფლიო მოდის შემოქმედებმა უკვე განსაზღვრეს მომდევნო წლის სტილის სტანდარტები, ტრენდები და ტენდენციები, რომელსაც განსაკუთრებული პატივით წარმოგიდგენთ.

ფიბი ფალო მოდის სამყაროს საკუთარი ბრენდით დაუბრუნდება

ფიბი ფალო მოდის სამყაროს საკუთარი ბრენდით დაუბრუნდება

დიდი ხნის ნანატრი ქამბექი შედგა, 3-წლიანი პაუზის შემდეგ, მოდის სამყაროს ფიბი ფალო უბრუნდება. Celine-ის ყოფილი კრეატიული დირექტორი LVMH-ის პატრონაჟით საკუთარ ბრენდს ქმნის. ჯერჯერობით ფიბის ახალი ნაბიჯების შესახებ კონკრეტული დეტალები უცნობია, ახალი ლეიბლის გამოსვლის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება 2022 წლის იანვარში იქნება შესაძლებელი.

ქართველი დიზაინერების ტრიუმფი „კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე”

ქართველი დიზაინერების ტრიუმფი „კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე”

კანის, რიგით 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, პირველი რეალური ონლაინ ღონისძიებაა, რომელიც კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის შემდეგ ტარდება. ახლა, კულტურული სამყაროს რადარები მთლიანად საფრანგეთის ქალაქი კანისკენაა მიმართული და ახალი ფილმების ჩვენებები, დაჯილდოებები და წითელი ხალიჩა ყველაზე რეზონანსულ თემას წარმოადგენენ.

ქუჩის სტილი პარიზის მაღალი მოდის კვირეულიდან

ქუჩის სტილი პარიზის მაღალი მოდის კვირეულიდან

თითქმის ორი წელია მთელი მსოფლიო პიჟამაში გამოწყობილი, საკუთარი დივნიდან ტელეფონის მეშვეობით ესწრება მოდის ჩვენებებს. პარიზში რეგულაციები მოიხნა და მაქსიმალურად გამოპრანჭული საზოგადოება Haute Couture Week-ს ესწრება.

ზევით