BERHASM-ის ინდივიდუალურობისა და მრავალფეროვნების ზეიმი MBFW თბილისზე
#MBFW TBILISIBerhasm დიზაინერ ბესო თურაზაშვილის მიერ თბილისში დაფუძნებული ბრენდია, რომელიც, თავდაპირველად, გვერდით პროექტად შეიქმნა და მაისურებისა და კაპიუშონების მცირე ხაზს აერთიანებდა. წლებთან ერთად, Berhasm გაფართოვდა და მალე როგორც ქალებისთვის, აგრეთვე მამაკაცებისთვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების შექმნა დაიწყო. ბესო თურაზაშვილის ბრენდის დებიუტი 2019 წელს, პარიზის მოდის კვირეულზე შედგა და მას შემდეგ, ის და მისი ბრენდი, მოდის დედაქალაქის რეგულარული სტუმრები არიან.