თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს
#კულტურაივლისი მუსიკისმოყვარულთა ნანატრი ღონისძიებით დაიწყება - თბილისის, რიგით 24-ე ჯაზ ფესტივალი 6 ივლისს დაიწყება და 3-დღიან მუსიკალურ თავგადასავალში გადაიზრდება.
ივლისი მუსიკისმოყვარულთა ნანატრი ღონისძიებით დაიწყება - თბილისის, რიგით 24-ე ჯაზ ფესტივალი 6 ივლისს დაიწყება და 3-დღიან მუსიკალურ თავგადასავალში გადაიზრდება.
ლიტერატურის ისტორია ქალი მწერლების დიდი რაოდენობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, არა იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში ქალებს წერის, საკუთარი თავგადასავლებისა თუ კულტურულ-მემკვიდრეობითი ისტორიების მოყოლა არ სურდათ, ან სულაც რეალობიდან გაქცევას და ახალი სამყაროს წარმოქმნას არ ლამობდნენ, არა, მათთვის ლიტერატურული სამყაროს კარი უბრალოდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო მკაცრად ჩაკეტილი.
რამდენიმე კვირის წინ, ერთი ნიჭიერი გოგოს - მარიამ აქუბარდიას მიერ შექმნილი ილუსტრაციებით გამოსული კომიქსების სერია წარმოგიდგინეთ, ადამიანებზე, რომლებსაც ვერ მოვუსმინეთ, დღეს კი სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ამ გოგოს პირველ პერსონალურ გამოფენას Why Not Gallery მასპინძლობს.
ჩრდილოეთის დედოფალი მშობლიურ HBO-ს არხს უბრუნდება. სოფი ტერნერი, Game of Thrones-ის რვა სეზონის ვარსკვლავი, The Staircase-ის სამსახიობო გუნდს უერთდება, ლიმიტირებული სერიების შოუს, რომელიც მაიკლ პეტერსონის ნოველის მიხედვით იქნება გადაღებული.
ელენე მახარაშვილი წლების წინ ამერიკაში გაემგზავრა, სამსახიობო კურსზე ჩაეწერა და ოცნებების რეალობად ქცევა თავადვე დაიწყო. პირველი წარმატებული პროექტის შემდეგ, სადაც ელენე ლეგენდარულ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად მონაწილეობდა, მსახიობი ორგზის ოსკარზე ნომინირებული რეჟისორის ფილმში, მთავარ როლში გვევლინება.
ქართველი ხელოვანების ნიჭიერებას ის ფაქტი იდეალურად უსვამს ხაზს, რომ პანდემიის პირობებშიც კი, როდესაც დედამიწამ თითქოს სვლა შეანელა და ყველამ ჩაკეტილ სივრცეში გადავინაცვლეთ, მათ გამოსავალი მაინც იპოვეს და მეტიც, დიდი ხნის ოცნებებიც რეალობად აქციეს. დღეც, ახალგაზრდა მუსიკოსმა ათუკა ედიშერაშვილმა პირველი სოლო ალბომი Caverns of Time გამოუშვა, რომელზეც პანდემიის პირობებში დაუღალავად მუშაობდა.
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ საქართველოს ბაზარზე 30-წლიანი ოპერირების მანძილზე, ყველაზე მასშტაბური ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი გუშინ, 27 მაისს, 12 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შორის მოეწერა.
ქართულმა თეატრმა მეორე დიდი დანაკლისი იწვნია, ამჯერად საქართველოს კიდევ ერთ დამსახურებულ არტისტს, თეატრისა და კინოს მსახიობ მარი ჯანაშიას ვემშვიდობებით. მარი დღეს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას კულტურის სამინისტრო და რუსთაველის თეატრი ადასტურებენ.
Art In Stores project-ის ფარგლებში, Balenciaga-მ გერმანელ ხელოვანთან, მორენო შვაიკლასთან კოლაბორაციით შექმნილი ინსტალაციების სერია "ოაზისის შადრევანი" წარადგინა, რომელიც ბრენდის ევროპის, ამერიკისა და აზიის მაღაზიებში განთავსდება.
ანჯელინა ჯოლი კინოსამყაროს აქტიურად დაუბრუნდა, ჯერ მსახიობმა მძაფრსიუჟეტიან თრილერებში შესრულებული როლები გაგვახსენა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ ფილმ Those Who Wish Me Dead-ში გამოჩნდა, მოგვიანებით კი მსახიობმა სუპერგმირის კოსტუმი მოირგო და Marvel-ის სამსახიობო გუნდს შეუერთდა.