სხვა ასობით კულტურული ღონისძიების მსგავსად, 2020 წელს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის თარიღი ჯერ გადაიდო, შემდეგ კი საერთოდ გაუქმდა, საბედნიეროდ, წელს მსგავსი შემთხვევა აღარ გვემუქრება და ფესტივალიც გაორმაგებული ძალებით გვიბრუნება. საფრანგეთის ქალაქი კანი, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალს 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს და ჩვენ რამდენიმე დეტალში ერთად უნდა გავერკვეთ.
კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ფესტივალი, წელს, რიგით 74-ე დაჯილდოების ცერემონიით გვიბრუნდება, კანის კინოფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელი, ოსკაროსანი რეჟისორი სპარკ ლი იქნება, რომელსაც ეს მოვალეობა გასულ წელს უნდა შეესრულებინა, თუმცა დანარჩენი თავადაც იცით...

კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს - ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად წელს, სხვადასხვა კატეგორიაში 24 ფილმი იბრძოლებს, მათ შორის არიან როგორც გასული წლის ლაინაფში შემავალი ფილმები, ასევე ახალი ნამუშევრებიც: არი ფოლმანის Where Is Anne Frank? გასპარ ნოეს Vortex და იოჰან მანკას Mes Freres Et Moi.
ფესტივალი, რომელიც პუბლიკას ყოველთვის მაღალ თამასას, სტანდარტებსა და ნორმებს სთავაზობს, 6 ივლისს Annette-ს ოფიციალური პრემიერით გაიხსნება, რომელშიც მთავარ რლებს ადამ დრაივერი და მარიონ კოტიარდი ასრულებენ. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ფილმს ერგება კანის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის პატივი, თუმცა ამ პატივისთვის ნიკოლას ბედოსის OSS 117: From Africa With Love-ს მოიაზრებენ.
პალმის რტოს კონკურენტი ფილმები:
Nadav Lapid-ის Ahed’s Knee
Leos Carax-ის Annette
Paul Verhoeven-ის Benedetta
Mia Hansen-Løve-ის Bergman Island
Nabil Ayouch-ის Casablanca Beats
Juho Kuosmanen-ის Compartment No. 6
Ryûsuke Hamaguchi-ს Drive My Car
Francois Ozon-ის Everything Went Fine
Wes Anderson-ის The French Dispatch
Asghar Farhadi-ს A Hero
Catherine Corsini-ს La fracture
Mahamat-Saleh Haroun-ის Lingui
Apichatpong Weerasethakul-ის Memoria
Justin Kurzel-ის Nitram
Jacques Audiard-ის Paris, 13th District
Bruno Dumont-ის Par un Demi Clair Matin
Kirill Serebrennikov-ის Petrov’s Flu
Sean Baker-ის Red Rocket
Joachim Lafosse-ის The Restless
Ildikó Enyedi-ის The Story of My Wife
Nanni Moretti-ს Three Floors
Julia Ducournau-ს Titane
Joachim Trier-ის The Worst Person in the World
Sean Penn-ის Flag Day.