„ბიბისი“: „ქართული ფხალი მთელი მსოფლიოს ვეგანებისთვის შეიძლება სუპერ საკვები იყოს“
#კულინარიაბრიტანული გამოცემა „ბიბისი“, ქართულ სამზარეულოს ვრცელ სტატიას უძღვნის და მსოფლიოს „მრავალფეროვან ვეგანურ აპეტაიზერს“ - ფხალს აცნობს. მოგზაურმა ბლოგერმა და ცნობილი გამოცემის ჟურნალისტმა სარა ფრიმენმა 8 აპრილს „ბიბისის“ ონლაინ პლატფორმაზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ფხალი მოიხსენია როგორც მთელი მსოფლიო ვეგანებისთვის სუპერ საკვები.