მეგან მარკლის 40 წლის იუბილე და ახალი ინიციატივა ქალების მხარდასაჭერად
#ცნობილებისასექსის ჰერცოგინია გუშინ იუბილარი გახლდათ, მეგან მარკლს 40 წელი შეუსრულდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ამ მნიშვნელოვან დღეს მეგანი სოციალურ ქსელში გამოჩნდა. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ფონდის საიტ Archewell-ზე მეგანის და მელისა მაკარტის დიალოგის ვიდეო დაიდო, რომელიც არა ერთი საინტერესო ფაქტით, მხიარული დეტალითა და ფარული მესიჯით იყო დატვირთული.