რას კითხულობენ ცნობილი ადამიანები?!
#წიგნების თაროპაპარაცულ ფოტოებში A-lister-ების ჩაცმულობასთან ერთად, ყურადღებას ახალ დეტალზე ვამახვილებთ - თუ რომელი წიგნი უჭირავთ ჩვენთვის საყვარელ მსახიობებს, მოდელებსა და მუსიკოსებს ხელში.
პაპარაცულ ფოტოებში A-lister-ების ჩაცმულობასთან ერთად, ყურადღებას ახალ დეტალზე ვამახვილებთ - თუ რომელი წიგნი უჭირავთ ჩვენთვის საყვარელ მსახიობებს, მოდელებსა და მუსიკოსებს ხელში.
კატა და გენერალი საბჭოთა კავშირის ნგრევით გამოწვეულ რეალობაზე მოგვითხრობს და 1990-იან წლებში ჩეჩნეთის ომებს შეწირული ადამიანების ოცნებებისა და სიცოცხლის ამბებს აცოცხლებს.
“რა გიყვარს ჩემში” თერაპიული დღიურია, რომელიც ავტორიც პროფესიით ჟურნალისტი ნატა ტაბიძეა. არასტანდარტული ფორმატის დღიურის პრეზენტაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა, თუმცა ამ შემთხვევაში ყველა წიგნს განსხვავებული ბოლო ექნება.
წიგნის მოყვარულების კალენდარში, მაისი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. მათთან ერთად, საქართველოს მთარგმნელები, გამომცემლები, ილუსტრატორები თუ კრიტიკოსები თავიანთი მთელი წლის ნაშრომის წარდგენისთვის ემზადებიან. წელსაც, 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ტრადიციულად "ექსპო ჯორჯიაში" ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება და ჰაერში წიგნების სასიამოვნო სურნელიც დატრიალდება.
ნატო ფაჩუაშვილმა, aka Nata Leah-მ თავისი პირველი რომანით ქართველი და უცხოელი მკითხველის გულები უკვე მოიგო. წიგნი ქართველი ემიგრანტი გოგონას ისტორიას გვიყვება და წარმოსახვით ლაბირინთებში ორი მოხეტიალე სულის მოგზაურობას აღწერს.
2021 წლის შემდეგ ლიტერატურულ კონკურსს, "ლიტერას" სამწლიანი პაუზა ჰქონდა. პროტესტის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და გამარჯვების შემდეგ, იგი ბრუნდება და აგრძელებს დასახული მიზნისკენ სწრაფვას, რომელიც ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობაა.
უნიკალური თხრობის სტილი, განსაკუთრებული ინტიმურობა, ისტორიის ხმაური და რეფლექსია, დაუვიწყარი ემოციური მიჯაჭვულობა და ქართული სევდა, რომელიც ერთიანად აღაფრთოვანებს, აფიქრებს და შთააგონებს არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ მკითხველებს - ეს მსოფლიოს სალიტერატურო სამყაროში ქართველი ელჩის და საუკეთესო წარმომადგენლის, ნინო ხარატიშვილის რომანების ის პერიპეტიებია, რომლებსაც კითხვის პროცესში აუცილებლად გადააწყდებით და კიდევ ბევრ, ძალიან ბევრ ნიუანსაც აღმოაჩენთ.
“ბულბული” აუდიო ზღაპრების პირველი ქართული აპლიკაციაა, რომელიც ქართულ და უცხოურ ზღაპრებს მოიცავს.
14-15 მაისს, 13:00 - 22:00 საათის ჩათვლით, თიბისი კონცეპტი და They Said Books, რიგით მეექვსე წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას წარმოგვიდგენს, სადაც ძველი და იშვიათი წიგნების მრავალფეროვანი სელექცია დაგვხვდება.
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ეპოქალური ნოველის გამოსვლიდან ერთი საუკუნის შემდეგ, „დიდი გეტსბი“ დეკადენტურ ფლაპერებთან, შამპანიურის შადრევნებთან, დაუსრულებელ, ხმაურიან, თავზე ხელაღებულ წვეულებებთან ასოცირდება, თუმცა ეს სწორედ ის უტრირებული ინტერპრეტაცია გახლდათ დიდებული წიგნისა, რომლითაც თავად ფიცჯერალდიც კი აღშფოთებული და განაწყენებული იყო, მისი „დიდი გეტსბის“ იდეის შესახებ ხომ რეალური წარმოდგენა თითქმის არავის ჰქონდა შექმნილი.