დედოფალი ჩვეულ ფორმაშია და ცხენების შოუსაც ესწრება
#სამეფო ოჯახიშოტლანდიაში ერთკვირიანი სამეფო ვიზიტის შემდეგ, დედოფალი ინგლისში, უინძორში დააფიქსირეს Royal Windsor Horse Show-ზე, სადაც დედოფალი საკუთარი ფეხით, უფრო სწორედ საკუთარი მანქანით მივიდა.
შოტლანდიაში ერთკვირიანი სამეფო ვიზიტის შემდეგ, დედოფალი ინგლისში, უინძორში დააფიქსირეს Royal Windsor Horse Show-ზე, სადაც დედოფალი საკუთარი ფეხით, უფრო სწორედ საკუთარი მანქანით მივიდა.
ლგბტ უფლებების მოძრაობას საფუძველი სტოუნუოლის ჯანყმა ჩაუყარა - ნიუ-იორკის პოლიციასა და გეი და ტრანსგენდერ ჯგუფებს შორის მომხდარმა სისხლიანი კონფლიქტების სერიამ, რომელიც 1969 წლის 28 ივნისს გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდა
35 წლის მსახიობი, ემბერ ჰერდი დედა პირველად გახდა, მსახიობს პირველი შვილი სუროგატი დედისგან 8 აპრილს შეეძინა, თუმცა ემბერმა სასიხარულო სიახლე მხოლოდ ახლა გაუზიარა მსოფლიოს. ჰერდმა სოციალურ ქსელში, შვილთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა და ემოციური წარწერაც დაურთო.
მსახიობი - გალ გადოტი მესამე შვილის დედა გახდა. ლამაზმანს და მის მეუღლეს, იარონ ვარსანოს გოგონა შეეძინათ, რომელსაც დანიელა დაარქვეს. გადოტმა თაყვანისმცემლებს Instagram-ის საშუალებით ოჯახური ფოტო გაუზიარა, რომელზეც წყვილი სამივე ქალიშვილთან ერთადაა აღბეჭდილი.
თვის დასაწყისში მეგან მარკლმა საბავშვო წიგნი გამოუშვა, რომელიც მზის შუქის ხილვისთანავე ბესტსელერთა სიაში მოწინავე პოზიციაზე მოხვდა. სასექსის ჰერცოგინიას გულშემატკივრებისთვის ეს წიგნი, მეგანის პირველ შემოქმედებად ითვლებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ პირველი წიგნი ჰერცოგინიამ, ჯერ კიდევ სკოლაში, სწავლის დროს დაწერა.
კემბრიჯის ჰერცოგინია გარდასახვის დიდოსტატი რომ ბრძანდება, ამაში დიდი ხნის წინ დავრწმუნდით, თუ კი ერთ დღეს სამეფო ოჯახის რელიკვიებში გამოწყობილი გამოჩნდება და ზღაპრიდან გადმოსულ პრინცესას მოგვაგონებს, მეორე დღეს თითოეული ჩვენგანის მსგავსად ჯინსებსა და კედებში გამოწყობილი ჩნდება.
ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, დუა ლიპა, რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესის ქუჩებში, ქართული ბრენდის ფეხსაცმელებით გამოჩნდა. დუამ, დები გვანცა და ნინა მაჭავარიანების ბრენდ MACH & MACH-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მოირგო.
მამაკაცის მოდის კვირეული მილანში შერეული განრიგით დაბრუნდა: ჩვენებების ნაწილი ოფლაინ ფორმატში ჩატარდა, მეორე ნაწილი კი ვირტუალურად გაიმართა (ეს ყველაფერი კი უკვე მეოთხედ ხდება). პოდიუმს Dolce & Gabbana, Etro და Giorgio Armani დაუბრუნდნენ.
ფრანგული მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა, მარია გრაცია კიურიმ, Dior-ის 2022 წლის კრუიზ შოუსთვის მოგზაურობა გადაწყვიტა და ახალი კოლექცია ქალური სილამაზისა და მისი სირთულეების ხაზგასმით, ათენში, საბერძნეთში გამართა.
მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალის თეთრეულის ბრენდი Victoria’s Secret, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან შეუდარებელ, მომხიბვლელ და საოცრად სექსუალურ ქალებს გვაცნობდა, საკუთარ ნიშაზე უარს ამბობს, „ანგელოზების“ ეპოქას ასრულებს და რებრენდინგის გზას მიმართავს.