ამერიკული The Voice-ის ქართველი მონაწილე ნინი ბრეგვაძე პოტენციურ გამარჯვებულად მოიხსენიეს
#მუსიკაამერიკული მეგაპროექტების დაპყრობის დროა! შტატებში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი ნინი ბრეგვაძე სასცენო სახელით ცნობილი, როგორც Nini Iris, ამერიკული The Voice-ის სცენაზე გასულ ღამეს გამოჩნდა. ბრმა მოსმენაზე, ნინიმ, ნამდვილი ფურორი მოახდინა და სულ რამდენიმე წამში ჟიურის ოთხივე წევრის მონუსხვა მოახერხა.