ცხოვრების სტილი

ქუჩის სტილი ლონდონის მოდის კვირეუიდან

ქუჩის სტილი ლონდონის მოდის კვირეუიდან

ლონდონის მოდის კვირეულმა შესაძლოა, ნაკლები პომპეზურობით, ხოლო 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებებმა ნაკლები ხმაურით ჩაიარა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენებების წინა რიგებში გამორჩეულად ჩაცმული სტუმრები არ გვინახავს. ლონდონის ქუჩები კვლავინდებურად გაივსო ყველაზე გემოვნებიანი, ფერადი და მეტყველი ადამიანებით, რომლებმაც საკუთარი ინდივიდუალური სტილით თავი მარტივად დაგვამახსოვრეს.

რეცეპტი: შიიტაკის ტაილანდური სუპი

რეცეპტი: შიიტაკის ტაილანდური სუპი

დღეს, If.ge-თან ერთად, ტაილანდური სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძი - შიიტაკის სუპი გვსურს წარმოგიდგინოთ. ამ სუპის მომზადება არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას, საკმარისია მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ რეცეპტს და მიღებული შედეგით მაქსიმალურად ისიამოვნოთ.

ნიკოლ კიდმანის ოქროს ასაკი

ნიკოლ კიდმანის ოქროს ასაკი

54 წლის ავსტრალიელი მსახიობი, მომღერალი და პროდიუსერი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი ნიკოლ კიდმანი ამერიკულ Harper's Bazaar-ის ახალი ნომრის მთავარ გმირად მოგვევლინა და ეს ნიკოლის სწორედ ის გამოჩენაა, რომელიც ასე დიდხანს და ძალიან გვაკლდა.

Emmy 2021: წითელი ხალიჩის საუკეთესო მოდური მომენტები

Emmy 2021: წითელი ხალიჩის საუკეთესო მოდური მომენტები

ამერიკული სატელევიზიო პრემიის, Emmy-ს რიგით 73-ე დაჯილდოების ცერემონია გასულ ღამეს, ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს: ლონდონსა და ლოს-ანჯელესში გაიმართა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ცნობილი ადამიანები წითელ ხალიჩას ტრიუმფალურად დაუბრუნდნენ.

რეცეპტი: უგემრიელესი შოკოლადის მაფინი მთელი ოჯახისთვის

რეცეპტი: უგემრიელესი შოკოლადის მაფინი მთელი ოჯახისთვის

აგრილებისთანავე, ფინჯან ყავასთან თუ ჩაისთან უგემრიელეს დესერტებზე უარის თქმა თითქმის შეუძლებელია და რა შეედრება სახლში, საკუთარი ხელით მომზადებულ ტკბილეულს? If.ge-მ ჩვენი მკითხველისთვის უგემრიელესი შოკოლადის მაფინების რეცეპტი შეარჩია, მათი მომზადება საოცრად იოლია, საჭიროა მხოლოდ გულდასმით მიჰყვეთ ინსტრუქციას და მიღებული შედეგით მთელმა ოჯახმა ისიამოვნოთ.

IT GIRL: ელზა ჰოსკის საშემოდგომო ლუქი და UGG-ების დაბრუნება

IT GIRL: ელზა ჰოსკის საშემოდგომო ლუქი და UGG-ების დაბრუნება

შვედი სუპერმოდელი და ახალბედა დედა კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა, თუ ელზა ჰოსკის Instagram გვერდს ადევნებთ თვალს მაშინ გეცოდინებათ, რომ Victoria's Secret-ის ყოფილი ანგელოზი სტილის განსაკუთრებული შეგრძნებით, ინდივიდუალური ხედვითა და ახალთახალი ტრენდების დამკვიდრებით გამოირჩევა.

ელენე ილურიძე აშშ-ში კოლეჯების უმაღლეს ლიგაში ითამაშებს #NCAA

ელენე ილურიძე აშშ-ში კოლეჯების უმაღლეს ლიგაში ითამაშებს #NCAA

საქართველოს ქალთა საკალათბურთო ნაკრების მოთამაშე, 21 წლის ელენე ილურიძე კარიერას ამერიკაში, კოლეჯების უმაღლეს ლიგაში NCAA-ში გააგრძელებს. ელენემ ტექსასის უნივერსიტეტის გუნდისგან, სრული სტიპენდია მოიპოვა და ამრიგად გახდა მეორე ქართველი კალათბურთელი (პირველი - ნატალია ოთხმეზური), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრძელებს კარიერას.

ქეით ჰადსონი გვირჩევს: ჯადოსნური მრავალფუნქციური კრემი

ქეით ჰადსონი გვირჩევს: ჯადოსნური მრავალფუნქციური კრემი

მრავალმიზნობრივი პროდუქტების სიყვარულს ვერავინ უარყოფს, განსაკუთრებით თუ საქმე სილამაზის სამყაროს და თავის მოვლას ეხება. რატომ არ უნდა ვიყოთ შეყვარებული პროდუქტზე, რომელსაც დატენიანების, გარემოს დაბინძურებისგან დაცვის და SPF ფილტრი ერთდროულად გააჩნია? - პირიქით, ასეთ საშუალებებზე უბრალოდ თავდავიწყებით ვართ შეყვარებული.

8 საშემოდგომო ჩაცმულობა ნეგინ მირსალეჰის შთაგონებით

8 საშემოდგომო ჩაცმულობა ნეგინ მირსალეჰის შთაგონებით

საშემოდგომო გარდერობის იდეებისთვის მოდის ინფლუენსერებზე უკეთესი შთაგონების წყარო არ გვეგულება. დღეს, ნეგინ მირსალეჰის გაგაცნობთ, გოგონას გამორჩეული გემოვნებით და 6.6 მილიონი გამომწერით Instagram-ზე, რომელიც ამსტერდამის მოდური ცხოვრების ქრონიკებს სოციალური ქსელის მეშვეობით საკმაოდ ხშირად გვიზიარებს.

დემნა გვასალია „მოდის ოსკარად“ წოდებულ CFDA-ზეა ნომინირებული

დემნა გვასალია „მოდის ოსკარად“ წოდებულ CFDA-ზეა ნომინირებული

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს „წლის ქალის სამოსის საერთაშორისო დიზაინერის“ ნომინაციაზეა წარდგენილი. ამავე კატეგორიაში ნომინირებული არიან დიზაინერები: დენიელ ლი Bottega Veneta-სთვის, მიუჩია პრადა და რაფ საიმონსი Prada-სთვის, პიერპალო პიჩოლი Valentino-სთვის და საიმონ პორტე ჟაკმუსი Jacquemus-სთვის.

ზევით