"საბჭოთა მეხსიერებიდან 9 აპრილამდე" - გამოფენა საბჭოთა საქართველოს რეალობაზე
#მხატვრობაგამოფენა სახელწოდებით “საბჭოთა მეხსიერებიდან 9 აპრილამდე” 11 მხატვრის შემოქმედებას ასახავს. მათი ნამუშევრები საბჭოთა ეპოქის სხვადასხვა პერიოდს ეხმიანება და იმდროინდელ საქართველოში ერთგვარ პროტესტის ფორმას წარმოადგენდა. მათ ტილოებზე ასახულია რეალობა, რომლის განუყოფელი ნაწილიც გაუთავებელი რეპრესიები, სსრკ-ს ტოტალიტარული რეჟიმის შედეგები და ხალხის პროტესტი იყო. ექსპოზიციის მთავარი მიზანი საბჭოთა მემკვიდრეობაზე საუბარი და პოსტ-საბჭოთა ეპოქის უკეთესად დანახვაა.