Killing Eve 2022 წელს მე-4 სეზონით დასრულდება - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
ყველასათვის საყვარელი თრილერის ჟანრის გახმაურებული ტელესერიალი Killing Eve 2022 წელს უკანასკნელი სეზონით დაგვიბრუნდება. ევასა და ვილანელის ხმაურიანი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა რაოდენ სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს ეს ფაქტი, უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ გულის სიღრმეში ყველანი მადლობელი ვართ შემოქმედებითი გუნდის, რომ ჩვენი ფავორიტი შოუ თამასის დაგდების გარეშე დასრულდება.