მერილ სტრიპი გამორჩეული მსახიობი გამორჩეული სტილით
#საზოგადოებამერილ სტრიპი ჩვენი ეპოქის საუკეთესო მსახიობია. რთულია მისი ფილმებიდან, რომელიღაც ერთი - ფავორიტი აარჩიო, თითქოს ყველა როლი ერთმანეთისგან განსხვავებული და ამავდროულად გენიალურია.
მერილ სტრიპი ჩვენი ეპოქის საუკეთესო მსახიობია. რთულია მისი ფილმებიდან, რომელიღაც ერთი - ფავორიტი აარჩიო, თითქოს ყველა როლი ერთმანეთისგან განსხვავებული და ამავდროულად გენიალურია.
ბუკნარის მცხოვრებლები 8 თვის წინ საკუთარი გარემოს სიყვარულმა გააერთიანა და აჭარის სოფელში სიკეთის ჯაჭვური რეაქციით წარმოუდგენელი საქმეები დაატრიალა. ერთი პატარა, თუმცა საოცრად მშვენიერი სოფლის მცხოვრებლებმა საკუთარი ხელებით დაიწყეს სოფლის შენება და რიტორიკულ შეკითხვას ხმამაღლა გასცეს პასუხი: სოფლის შენებას რა უნდა?
ვინ იცის, რამდენჯერ მოგვნდომებია ცივი და არომატული ყავის კოქტეილი ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ცხელი მზის ქვეშ წამოწოლილს. ახლა კი მარტივად შეგიძლია იქვე, სანაპიროსთან, მეამა ქოლექთში შეიარო და ან ადგილზე, ახალ და გამორჩეული ესთეტიკის ბარში ისიამოვნო საყვარელი კოქტეილით, ან სულაც სანაპიროსთან წაიღო და ყავით ხელში, მზის ამოსვლისა თუ ჩასვლის ფონზე დატკბე განსაკუთრებული მომენტებით.
ქართული დელეგაცია უკვე ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზეა, რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელებში ტოკიოს გახსნის ცერემონიაზე ქართველი ათლეტების ფოტოსურათები გავრცელდა. წლევანდელ თამაშებზე ჩვენს ქვეყანას სულ 35 ათლეტი წარადგენს, თითოეული მათგანი ჩვენგან საპატიო გულშემატკივრობას იმსახურებს, ჩვენ კი გაგაცნობთ 10 ქართველ სპორტსმენს, რომელსაც ყველანი უნდა ვიცნობდეთ.
ჟურნალისტმა ანანო ბაკურაძემ სოციალურ ქსელში COVID 19-ის წინააღმდეგ ჩინური ვაქცინის სინოფარმის ორმაგი დოზის გაკეთების შემდეგ, საფრანგეთში მიღებული გამოცდილება მეგობრებსა და გამომწერებსაც გაუზიარა. როგორც ანანოს პოსტიდან ირკვევა, მას პარიზში ფაიზერის 1 დოზის გაკეთებაც სურდა, რადგან ევროპის ქვეყნები ჩინურ ვაქცინებს ამ დრომდე არ აღიარებენ, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა.
სპორტული შეჯიბრების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა დღეს, 23 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტომდე გასტანს. ისტორიაში მეორედ, იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს, სადაც 206 ქვეყნის 11 ათასზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 2020 წელს იყო ჩანიშნული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ოლიმპიურმა თამაშებმა 1 წლით გადაიწია, თუმცა ღონისძიებამ სახელი შეინარჩუნა.
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულები უკვე წელიწადზე მეტია, 1965 წელს ფრენკ ჰერბერტის საკულტო წიგნის Dune-ს კინოადაპტაციის გამოსვლას ელიან, თუმცა მოგეხსენებათ COVID 19-ის პანდემიამ გეგმები ყველა სფეროში შეცვალა და აი უკვე 1 წლის შემდეგ, დენი ვილნევის ფილმის პირველი თრეილერი და მასთან ერთად პრემიერის თარიღიც ცნობილია.
ქართველი ხელოვანი და ფოტოგრაფი, ბრიტანეთის მოდის საბჭოს ახალგაზრდა შემოქმედების სიაში ორგზის დასახელებული დავით გიორგაძე 2014 წლიდან ბერლინში მოღვაწეობს. დავითის შემოქმედებით პორტფოლიოს ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობა ამშვენებს, როგორებიცაა Burberry, Loewe, Mugler, Saint Laurent, Versace, ახალგაზრდა ფოტოგრაფის ფოტოები ხვდება დასავლური მედიის წამყვან გამოცემებში მათ შორის Vogue-ში, CR-ში, Dazed-სა თუ Hero-ში.
Salone Del Mobile-ს დირექტორთა საბჭომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო გაერთიანების ახალი პრეზიდენტი მარია პორრო შეარჩია. მარია ნაციონალური ავეჯის ასოციაციის Assaredo-ს ყოფილი ხელმძღვანელი გახლავთ, რომელიც ამიერიდან 59-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიის სათავეში მოგვევლინება
„აქ მყოფთაგან ვინმე საქართველოში ხომ არ ცხოვრობთ? ახალი პროექტისთვის, საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ვეძებ. გაგვიზიარეთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტო, რომლითაც ამაყობთ“ - ამერიკელი მსახიობი და ანტრეპრენერი ჯოზეფ გორდონ-ლევიტი საქართველოში გადაღებულ ფოტოებს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეძებს.