THEDIARY-ს პრეზენტაცია - ვინ ვართ ჩვენ?
7 აპრილს, სასტუმროში Hilton Garden Inn Tbilisi-ში, ჩვენი ახალი ქართული ონლაინ პლატფორმის The Diary-ს პრეზენტაცია გაიმართა. მსოფლიო პანდემიის შემდეგ, რომელმაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრება თავდაყირა დააყენა, The Diary-ს საიუბილეო ღონისძიება იმ ნათელ დღეს ჰგავდა, რომელიც ყველაზე ბნელი და გრძელი ღამის შემდეგ დადგა.