„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულის კაცები და ვაჟკაცები,
ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს…
ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ"
გარდაცვლილი შინდისელი მებრძოლის, 21 წლის მიხეილ დვალიშვილის ჯიბეში, ნაპოვნი დაფლეთილი ლექსი.
შინდისის მინდვრებში, გმირულად დაღუპული და ლეგენდად ქცეული ქართველი სამხედროების ხსოვნას უკვე მე-14 წელია, ტკივილნარევი სიამაყით მივაგებთ პატივს. გორის რაიონ სოფელ შინდისში მცხოვრებლებს საკუთარი გმირები ჰყავთ, ჯარისკაცები, რომელთა სახელებიც ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში და რომლებმაც გამორჩეული სიმამაცის, სიმტკიცისა და თავგანწირვის მაგალითი უჩვენეს სამყაროს.
კადრი დიტო ცინცაძის ოსკარზე ნომინირებული ფილმიდან „შინდისი"
შინდისის გმირების ლეგენდად ქცეული ამბავი 2008 წლის 11 აგვისტოს უკავშირდება, 14 წლის წინ, მსუბუქად შეიარაღებული 22 ქართველი ჯარისკაცი (სენაკის მეორე ბრიგადა) აგვისტოს ომის დროს, რუსულ ბატალიონთან (58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეული) არათანაბარ ბრძოლაში ჩაება. შინდისელების გადმოცემით, შეტაკებამდე 2 საათით ადრე რუსული ტანკები სოფელში ქართული დროშებით გამოჩენილან და შინდისის რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულან. სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იმ გზაზე ქართველებს უნდა გაევლოთ.
სენაკის ბატალიონს მიახლოებისთანავე აუფეთქებია პირველი და ბოლო მანქანა და ამით გასასვლელები ჩაუკეტავს, 22-მა მებრძოლმა ასეულს გმირული წინააღმდეგობა გაუწია.
კადრი დიტო ცინცაძის ოსკარზე ნომინირებული ფილმიდან „შინდისი"
ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა, შინდისის მინდვრებზე 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაეცა, მათი დიდი ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა, მეორე ნაწილმა კი ტყვედ ჩაბარებას - სიკვდილი თავადვე ამჯობინა. ტყვია-წამალის ამოწურვის შემდეგ ალექსანდრე ონიანმა გარშემო ცოცხლად გადარჩენილი ბიჭები შემოიკრიბა და ლოცვის შემდეგ თავი აიფეთქა. 22 შინდისელიდან სიკვდილს მხოლოდ 5 ჯარისკაცი გადაურჩა, მათგან ერთ-ერთს, შინდისის კიდევ ერთი გმირი მცხოვრები ბადრი ხუციშვილი მალავდა საკუთარ სახლში.
2008 წლის უთანასწორო ომის დროს არა ერთი გმირული ისტორიის მომსწრენი გავხდით, თუმცა შინდისის ბრძოლა ის გამორჩეული ეპიზოდია, რომელსაც ყოველ 11 აგვისტოს სათანადო პატივისცემით, მოწიწებითა და მადლიერებით უნდა მივაგებდეთ პატივს.
კადრი დიტო ცინცაძის ოსკარზე ნომინირებული ფილმიდან „შინდისი"
ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე - შინდისის გმირები.
პარიზში, სასტუმრო Pullman კულტურულ ღონისძიებას Pullman xChange მასპინძლობს. აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 150 შემოქმედი და ინოვატორი იკრიბება, რათა სასტუმრო იდეების გაზიარების, დიალოგისა და ახალი კავშირების დამყარების ცოცხალ სივრცედ აქციოს.
ლონდონის სამოქალაქო ცერემონიის შემდეგ დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა ქორწილის აღნიშვნა პალერმოში გააგრძელეს. მომღერალი პირველ საღამოზე Bottega Veneta-ს თეთრ კაბაში გამოჩნდა.