ჩემი აღმოჩენა - ყველაზე უსაფრთხო გელ-ლაქი

ჩემი აღმოჩენა - ყველაზე უსაფრთხო გელ-ლაქი

სეზონის და ფერთა პალიტრის ცვლილებასთან ერთად გადავწყვიტე 2022 წლის შემოდგომის ფრჩხილის ტრენდულ ფერებზე მომემზადებინა ჩვენი მკითხველისთვის სტატია, თუმცა დასაწყისშივე გავაცნობიერე, რომ ზედაპირული მასალის ნაცვლად ყველას უფრო რეალური რამ გვჭირდებოდა, ამიტომ უფრო ღრმად ჩავეძიე საკითხს და არა მხოლოდ ფერების, არამედ თბილისის სილამაზის სალონების გელ-ლაქების ხარისხით და შემადგენლობით დავინტერესდი. ამ მცირე ექსპერიმენტმა კი ფრანგული ბრენდი აღმომაჩინა, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ.

რეალური ისტორია, რომელიც სარა პოლის ეკრანიზაციის Women Talking-ის მიღმა იმალება

რეალური ისტორია, რომელიც სარა პოლის ეკრანიზაციის Women Talking-ის მიღმა იმალება

Telluride Film Festival-სა და Toronto International Film Festival-ზე ჩვენების შემდეგ, სარა პოლის დრამას, Women Talking-ის, უკვე მოიხსენიებენ ოსკარის პრეტენდენტად და ეს მხოლოდ შესანიშნავი სამსახიობო გუნდის, ან მხოლოდ კარგი ისტორიის, ან სულაც გადაღების დამსახურება არ გახლავთ, Women Talking ამ ყველაფრის ერთიანობაა, ბალანსი და სრული ჰარმონია, შემზარავი ამბის მიღმა.

კოკო შანელის დეკადენტური აპარტამენტი პარიზში #31RueCambon

კოკო შანელის დეკადენტური აპარტამენტი პარიზში #31RueCambon

ცნობილმა დიზაინერმა გაბრიელა კოკო შანელმა თავისი პირველი ქუდების მაღაზია, 1910 წელს პარიზის გულში 21 Rue Cambon-ში გახსნა, 8 წლის შემდეგ კი მახლობელ შენობაში 31 Rue Cambon-ში დაიდო ბინა, მას შემდეგ ეს შენობა ისევე როგორც მისი რჩეული აპარტამენტი მთავარ როლს ასრულებდა კოკოს შემოქმედებაში და სამუდამოდ დაუკავშირდა შანელის უკვდავ სახელს.

DUCHI - ნეოკლასიკურ აქსესუარებში ჩაქსოვილი ქართული ტრადიციები

DUCHI - ნეოკლასიკურ აქსესუარებში ჩაქსოვილი ქართული ტრადიციები

ძნელია სოციალურ ქსელში გვერდი აუარო და შეუმჩნეველი დაგრჩეს ორიგინალური სამკაულების ბრენდი რომელიც ჯერ შენს ყურადღებას, ძალიან მალე კი გულსაც იპყრობს. აქსესუარების ქართული ბრენდი Duchi ქართულ ბაზარზე 7 წლის წინ გამოჩნდა და არსებული კონკურენციის მიუხედავად, აქსესუარებში ჩაქსოვილი ქართული ტრადიციებით, ისტორიითა და მრავალფეროვნებით თავის დამკვიდრება მარტივად მოახერხა.

„ფედრა ცეცხლის ალში“: ნინო ხარატიშვილის პიესის მსოფლიო პრემიერა

„ფედრა ცეცხლის ალში“: ნინო ხარატიშვილის პიესის მსოფლიო პრემიერა

28, 29, 30 ოქტომბერს, სამეფო უბნის თეატრში, გერმანიაში მოღვაწე ქართველი დრამატურგის, რეჟისორისა და მწერლის, ნინო ხარატიშვილის სპექტაკლის „ფედრა ცეცხლის ალში“ საპრემიერო  ჩვენებები გაიმართება.

„კომპოზიცია No.II“: პიტ მონდრიანის ინოვაციური აბსტრაქციის არაჩვეულებრივი მაგალითი

„კომპოზიცია No.II“: პიტ მონდრიანის ინოვაციური აბსტრაქციის არაჩვეულებრივი მაგალითი

ჰოლანდიელი მხატვრის პიტ მონდრიანის საფირმო შავი მართკუთხა მონაკვეთებით განცალკევებული წითელი, ყვითელი, ლურჯი ან შავი ოთხკუთხა ფორმები აბსტრაქტული ხელოვნების ყველაზე თვალსაჩინო სურათებს შორისაა. მხატვრის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფერწერულ ტილოს ახლა აუქციონისთვის ამზადებენ და მოსალოდნელია, რომ მისი ღირებულება 50$ მილიონს გადააჭარბებს.

„რაც ყველასგან განგასხვავებს, ის არის შენი ძალა“ - მერილ სტრიპის უცნობი ისტორია

„რაც ყველასგან განგასხვავებს, ის არის შენი ძალა“ - მერილ სტრიპის უცნობი ისტორია

სამი ოსკარი, ცხრა ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია, ბაფტას ჯილდო და ნომინაცია გრემიზე - ეს თანამედროვეობის ყველაზე ბრწყინვალე მსახიობის, გარდასახვის ოსტატის, საოცრად ნიჭიერი და გავლენიანი ქალის მერილ სტრიპის მიღწევათა ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც მისი კარიერული ცხოვრების მწვერვალადაა მიჩნეული.

თანამედროვე ფრანგ მწერალ ანი ერნოს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა

თანამედროვე ფრანგ მწერალ ანი ერნოს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა

ერნესტ ჰემინგუეიდან - მარიო ვარგას ლიოსამდე, ლიტერატურის უდიდესი მოვლენები პრესტიჟული ნობელის პრემიის ლაურეატები იყვნენ. თანამედროვე ფრანგი ავტორი ანი ერნო ამ დიდებულთა სიას დღეიდან შეუერთდა, შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ მწერალს 2022 წლის ლაურეატის სტატუსი მიანიჭა. 2014 წელს პატრიკ მოდიანოს შემდეგ, ანი ერნო გახდა პირველი ფრანგი მწერალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო.

ჯარედ ლეტო კარლ ლაგერფელდის ცხოვრებაზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს

ჯარედ ლეტო კარლ ლაგერფელდის ცხოვრებაზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს

კარლ ლაგერფელდის სახლმა და ჯარედ ლეტომ განაცხადეს, რომ 2019 წელს გარდაცვლილი ლეგენდარული დიზაინერის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღება იგეგმება, მთავარ როლში ჯარედ ლეტოსავე მონაწილეობით. ფილმს მსახიობი, პროდიუსერთან ემა ლუდბრუკთან ერთად, მათი საპროდიუსერო კომპანიის Paradox-ის მეშვეობით გადაიღებს.

ფრანგი მსახიობების მხარდაჭერა ირანელ ქალებს „თმის ნაწილი თავისუფლებისთვის“

ფრანგი მსახიობების მხარდაჭერა ირანელ ქალებს „თმის ნაწილი თავისუფლებისთვის“

ირანში თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება, წინააღმდეგობის სიმბოლოდ ქცეული აქტი - სახალხოდ თმის შეჭრა კი ირანელი ქალების (და არამარტო) თანადგომის ნიშნად იქცა მთელ მსოფლიოში. 50-ზე მეტმა ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ქალმა, გადაიღო ირანელი ქალებისა და გოგოების მხარდასაჭერი ვიდეო, სადაც ისინი პროტესტის ნიშნად იჭრიან თმას და ამით მაჰსა ამინის და ბოლო 19 დღის განმავლობაში გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას მიაგებენ პატივს.

ზევით