დღეს სალომე ზურაბიშვილი ავტორიტეტული ამერიკული გამოცემის, POLITICO-ს ინაუგურაციულ ბრანჩს ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას, წითელი კაბით, ხოლო ინაუგურაციის ოფიციალური ნაწილისთვის ამავე ფერის მოსაცმელი, ასევე ქართული მოდის სახლის, Situationist-ის შეარჩია.
ფერებს დიპლომატიურ კონტექსტში ხშირად მნიშვნელოვანი არავერბალური გზავნილების გადასაცემად იყენებენ. სალომე ზურაბიშვილის წითელი ფერის არჩევანი, სავარაუდოდ, გააზრებული გზავნილია, რომელიც მის გაბედულობას, ძალაუფლებას და, ამავდროულად, ეროვნული იდენტობისა და ღირსების ხაზგასმას ემსახურება.
სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა მიიწვია. ამ ფაქტმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, რადგან „ქართული ოცნების“ მთავრობის არც ერთი წევრი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ამ დრომდე არ მიუწვევიათ.
19 იანვარს Fox News-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის გავლენის საფრთხის წინაშეა. მან აშშ-ს მოუწოდა, უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს რეგიონს და ხაზი გაუსვა საქართველოს „საკვანძო“ როლს.
ვნახოთ, რა შედეგებით დაბრუნდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამერიკიდან. სრულიად საქართველოს, მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, სრული ყურადღება ამერიკისკენაა მიპყრობილი, თითქოს იქ არა ამერიკის, არა გრენლანდიის ან კანადის, არამედ საქართველოს ბედი წყდებოდეს მხოლოდ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიალზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მედიატორობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეხვდა და საქართველოში არსებული სიტუაცია გააცნო. ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართველი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიებზე და გაყალბებულ არჩევნებზე.
პარიზში, სასტუმრო Pullman კულტურულ ღონისძიებას Pullman xChange მასპინძლობს. აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 150 შემოქმედი და ინოვატორი იკრიბება, რათა სასტუმრო იდეების გაზიარების, დიალოგისა და ახალი კავშირების დამყარების ცოცხალ სივრცედ აქციოს.
ლონდონის სამოქალაქო ცერემონიის შემდეგ დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა ქორწილის აღნიშვნა პალერმოში გააგრძელეს. მომღერალი პირველ საღამოზე Bottega Veneta-ს თეთრ კაბაში გამოჩნდა.