პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - ერთიანობის და იმედის სიმბოლო

2024 წლის 7 დეკემბერს, პარიზში ნოტრ-დამის საკათედრო ტაძრის გახსნა გრანდიოზულად აღინიშნა. ხანძარმა, რომელიც 2019 წლის 15 აპრილის ტაძრის სხვენში დაიწყო, ნაგებობას სერიოზული ზიანი მიაყენა. ყველას გვახსოვს ფრანგი ხალხისა და მთელი მსოფლიოს წუხილი ამ ფაქტის გამო. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხომ გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშსა და მსოფლიო კულტურულ სიმდიდრეს წარმოადგენს.

notre dame, paris, პარიზი, აფრანგეთი, ნოტრე დამი

გახსნის ცერემონია მნიშვნელოვანი კულტურული და პოლიტიკური მოვლენა გახლდათ. გასულ ღამეს ნოტრ-დამი ერთგვარ პოლიტიკურ პლატფორმად იქცა, სადაც მსოფლიოს გავნელიანმა ფიგურებმა მოიყარეს თავი, მათ შორის აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა - დონალდ ტრამპმა, გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრემ -  პრინცმა უილიამმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა - ელონ მასკმა, უკრაინის პრეზიდენტმა - ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საქართველოს პრეზიდენტმა - სალომე ზურაბიშვილმა.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ერთიანობის სიმბოლო უწოდა“.

 „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ერთიანობის დიდებული სიმბოლო და იმედის ნიშანია, რადგან ის, რაც შეუძლებლად ჩანდა, შესაძლებელი გახდა", - იმავეს ამბობს ნოტრ-დამის წინამძღვარი, ოლივიე რიბადო-დიუმა.

მსგავსი ფრაზები აჩენენ იმედს, რომ მსოფლიოში სამართლიანი წესრიგი დამყარდება. სწორედ რომ კანონზომიერია ის, რაც ამ წამს დედამიწა ხდება, კერძოდ კი, ასადი დამასკიდან გაიქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასადის რეჟიმი დაემხო. ჩვენს მეგობარ რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტური გააუქმა და ახლიდან დანიშნა იგი. მეზობელ მოლდოვაში კი პროევროპულმა მთავრობამ ქვეყნის რუსეთის აგენტურისგან გაწმენდა დაიწყო.

„ბოლო ჟამს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, კრემლს არსად არაფერი არ გამოუვიდა!“

ამ ყველაფრის პარალელურად, გასულ ღამეს, ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს ელისეს სასახლეში შეხვდა, სადაც უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს. ტრამპმა გამოხატა სურვილი, ხელი შეუწყოს სიტუაციის სწრაფად მოგვარებას. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს მისი მტკიცე პოზიციისთვის და აღიარა მაკრონის ძალისხმევა ამ მნიშვნელოვანი დიალოგის ორგანიზებაში.

trump, macron, zelensky

„ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე და სამართლიანად დასრულდეს”, -  ვოლოდიმირ ზელენსკი.

ილუზია იმისა, რომ ტრამპი წაგებულის, ანუ რუსეთის მხარეს დაიკავებს, რომელიც დღეს ყველგან აგებს, სასაცილოა!

ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტი პარიზის ღვთისმშობლის გახსნის ცერემონიალზე მაკრონის მედიატორობით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ესაუბრა. ზურაბიშვილმა, ყურადღება ქართველი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიებზე და გაყალბებულ არჩევნებზე გაამახვილა.

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, ტრამპი, trumo, zurabishvili, elon mask, ელონ მასკი

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში საერთაშორისო მხარდაჭერა მოითხოვა, ჩვენ კი სალომე ზურაბაშვილთან საუბრისას ტრამპის განრისხებული სახე ვიხილეთ.

გასულ ღამეს პარიზში ვიზეიმეთ არამხოლოდ კულტურული ძეგლის ღირსეული დაბრუნების ცერემონიალი, არამედ ვიხილეთ პოლიტიკური პლატფორმა დიპლომატიური დიალოგებისთვის, რაც ამყარებს ნოტრ-დამის წინამძღვრის ფრაზას, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ერთიანობისა და იმედის სიმბოლოა!

აქვე აღვნიშნავთ, ნიშანდობლივია, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე გამობრძანებული საწინამძღვრო ჯვარი ქართველი მოქანდაკის, გუჯი ამაშუკელის მიერაა დამზადებული. გახსნის მუსიკალურ ნაწილშიც ვიხილეთ კიდევ ერთი ქართველი, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, რომელმაც იოჰან სებასტიან ბახის ადაჯიოს ფანტასტიკური შესრულება შესთავაზა საზოგადოებას.

ზევით