პრინცმა ჰარიმ Hollywood-ელობა ბოლომდე მოირგო. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი ლოს-ანჯელესში ცნობილ ტელეწამყვანთან - ჯეიმს კორდონთან ერთად გადაღებების დროს დააფიქსირეს. დიდი ხნის მეგობრები ქალაქის ქუჩებში გადახდილი ავტობუსით გადაადგილდებოდნენ, რომელშიც ასევე გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა.
პრინცი ჰარი Carpool Karaoke-ს გადაღებებზე ლოს-ანჯელესის ქუჩებში
ჯეიმს კორდონმა და პრინცმა ჰარიმ Carpool Karaoke-ს სეგმენტი COVID 19-ის პროტოკოლის დაცვით გადაიღეს. გადამღებ ჯგუფს კი პოლიციის ესკორტი და ჰარის პირადი დაცვა დაჰყვებოდა.
ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან. გადაღებები ძალიან სახალისო გამოდგა. ზოგადად, ჰარი საკმაოდ მხიარული ადამიანია.
ტელეწამყვანის და უფლისწულის მეგობრობა წლების წინ დაიწყო. ჯეიმსი ერთ-ერთია იმ ცნობილი სახეებიდან, რომელიც 2018 წელს მეგანისა და ჰარის სამეფო ქორწილს მეუღლესთან ერთად დაესწრო.
ჯეიმს კორდონი და მისი მეუღლე ჰარისა და მეგანის სამეფო ქორწილში
კორდენს ქორწილის დღეს ალერგია აწუხებდა. წამყვანმა მოგვიანებით იხუმრა კიდეც, რომ ცერემონიის ჩაშლა დაცემინებით ნამდვილად არ სურდა.
ეკლესია სავსე იყო ულამაზესი ყვავილებით, მე კი ყვავილებზე საშინელი ალერგია მაქვს. იმ მნიშვნელოვანი მომენტის დროს, როდესაც მღვდელი კითხულობს: „თუ ვინმე ხართ წინააღმდეგი…” მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ცემინება არ ამეტეხა.
მეგანი და ჰარი შვილთან ერთად კალიფორნიაში საცხოვრებლად გასული წლის მარტში გადავიდნენ. თუ მსახიობს სამეფო ოჯახის წევრის სტატუსმა სოციალური მედიის გვერდები და პირადი ბლოგი დააკარგვინა, ამიერიდან ამერიკაში გადაბარგებული წყვილი ბუკინჰემის სასახლეს რჩევას აღარ ეკითხება და იმას აკეთებს, რაც სურს.
მზია ამაღლობელი და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობა პრაღაში გამართულ „ფორუმ 2000“-ზე საერთაშორისო ჯილდოთი დაჯილდოვდნენ. ჯილდო 2021 წლიდან, სამოქალაქო სიმამაცისთვის, პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებისთვის გაიცემა.
სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი, რუსეთ-უკრაინის ომში დაზარალებულთა მხარდასაჭერად კიევში ჩავიდა. ჰარის ვიზიტი მოულოდნელი იყო და მალევე მიიქცია საერთაშორისო გამოცემების ყურადღება.
პატიმრობაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი, პრესტიჟული Free Media Awards-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. ეს აღიარება მას, როგორც დამოუკიდებელი მედიის სახეს, პროფესიული საქმიანობისა და უწყვეტი ბრძოლისთვის გადაეცა.