რა ვაჩუქოთ GEN Z-ის
ეძებთ საუკეთესო საჩუქარს Gen Z-ისთვის? ჩვენ უნიკალური, ტრენდული და თაობას ზისთვის იდეალური საჩუქრების სია მოგიმზადეთ!
დიდი ბრიტანეთის ოჯახი დედოფალი ელისაბედ II-ის მეუღლეს და 73 წლიან თანამგზავრს დაემშვიდობა. ედინბურგის ჰერცოგის - პრინცი ფილიპის დაკრძალვის ცერემონია უინძორების სასახლის ეზოში გაიმართა. პრინცმა საკუთარი დაკრძალვის ცერემონიის გეგმა სიცოცხლეშივე გაწერა, რომლის მიხედვითაც ჰერცოგი მიწას ოჯახის წევრების გარემოცვაში მიაბარეს.
ცერემონიას სამეფო ოჯახის 30-მდე წევრი დაესწრო. COVID 19-ის პანდემიის გამო, წმინდა გიორგის სამლოცველოში სამეფო ოჯახის ყველა წევრი ერთმანეთისგან დისტანცირებულად იჯდა. განსაკუთრებით სულის შემძვრელია დედოფალი ელისაბედ II-ს ფოტო, სადაც დედოფალი საყვარელ ადამიანს მარტო ემშვიდობება.
ცერემონიას პრინცი ფილიპის შვილები და შვილიშვილებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეით მიდლტონი, რომელმაც დედოფლისთვის გვერდში დგომის გამოსახატად, გულს დედოფლის ნაქონი ყელსაბამი უმშვენებდა.
სამგლოვიარო პროცესიის ნაწილი იყო პრინცი ჰარიც, რომელიც დიდ ბრიტანეთში ბაბუის გარდაცვალების გამო დაბრუნდა, თუმცა მისი მეუღლე - მეგან მარკლი ცერემონიალს თვალს სახლიდან ადევნებდა. მეგანს ორსულობის გამო ექიმებმა ფრენის უფლება არ მისცეს, ამიტომ სასექსის ჰერცოგინიას ამერიკაში დარჩენა მოუწია.
პრინცი ფილიპის სასახლე სამრეკლოდან ამ დღისთვის სპეციალურად შექმნილი ლენდ როვერით გამოასვენეს. ედინბურგის ჰერცოგმა საკუთარი გასვენებისთვის მუსიკაც სიცოცხლეშივე შეარჩია. პროცესიას აკომპანირებას 4 კაციანი გუნდი აფორმებდა.
პრინცი ფილიპი, მისივე უკანასკნელი სურვილის თანახმად, უინძორების ციხესიმაგრეში, წმინდა გიორგის სამლოცველოს სამარხში დაკრძალეს. ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, კი მას გიორგი VI-ის მემორიალურ სამლოცველოში გადაასვენებენ და ცოლის გვერდით დაკრძალავენ.