რა ვაჩუქოთ GEN Z-ის
ეძებთ საუკეთესო საჩუქარს Gen Z-ისთვის? ჩვენ უნიკალური, ტრენდული და თაობას ზისთვის იდეალური საჩუქრების სია მოგიმზადეთ!
ქეით მიდლტონი სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმოსადეგი ქალბატონია. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რძალი დღეს ჰერცოგინიას სტატუსს ამაყად თავაწეული ატარებს, თუმცა იყო დრო, როდესაც ქეითი მეამბოხე სულის გამო ყვითელი მედიის გვერდებზე კრიტიკის ქარცეცხლში ხვდებოდა. რა თქმა უნდა ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ქეითის სახელი მსოფლიოს ყველაზე სასურველ სასიძოს პრინცი ჩარლზისა და ლედი დის ვაჟს - პრინც უილიამს დაუკავშირდა.
მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა ერთმანეთი ჯერ კიდევ სტუდენტობისას, შოტლანდიაში, წმინდა ენდრიუსის უნივერსიტეტში გაიცნეს.
მათი ურთიერთობის შესახებ 2004 წელს გახდა ცნობილი, თუმცა 2007 წელს, ქეითი მეორე ნახევარს დაშორდა. წყარო ამბობდა, რომ მიდლტონმა გამუდმებულ ყურადღებას და საზოგადოების მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლო.
შესაძლოა ქეითს სამეფო ოჯახში შესვლამდე თავისუფლების ბოლო თვეებით ტკბობა სურდა, ამიტომ მისი და უილიამის „შესვენების“ დროს ახალგაზრდა ქალს არც გართობა მოუკლია და არც პაპარაცების კამერებს მიღმა დარჩენილა. სამეფო ოჯახი ქეითს საქველმოქმედო საღამოსთვის შერჩეულ ერთ-ერთ მაშინდელ Look-ს დღემდე ვერ პატიობს. მიდლტონი დასთან - პიპასთან ერთად ღონისძიებაზე ბრჭყვიალა მწვანე ზედით, მოკლე ყვითელი შორტითა და ვარდისფერი ჩანთით გამოცხადდა
ამ Look-ს ქეითს ჩვეულებრივი მოკვდავებიც ვერასდროს ვაპატიებთ
თუმცა, ქეითის ექსცენტრიული ხასიათის შესახებ პრინცმა უილიამმა დასაწყისიდანვე ყველაფერი იცოდა. სულ რომ არაფერი, მიდლტონმა მომავალი მეუღლის ყურადღება გამჭვირვალე პერანგით მიიპყრო, რომელიც ქეითს კოლეჯში გამართულ ჩვენებაზე პოდიუმზე ეცვა. მოგვიანებით კაბას დიზაინერმა მოდის ისტორიის ნაწილიც კი უწოდა.
კიდევ ერთი სკანდალი, რომელშიც მიდლტონი უილიამთან განშორების შემდეგ გაეხვა, მისი და ყოფილი მეორე ნახევრის - უილიამ მარქსის რომანია.
მარქსი და ქეითი ერთმანეთს მანამ ხვდებოდნენ, სანამ მიდლტონი პრინცს გაიცნობდა. 2007 წელს რამდენიმე წყარო იუწყებოდა, რომ წყვილი ღამის კლუბიდან ერთად გამომავალი დააფიქსირეს. ტაბლოიდები წერდნენ, რომ ქეითმა უილიამი ყოფილის გამო მიატოვა, თუმცა დამადასტურებელი ფოტოების გარეშე ყვითელ მედიას ახალგაზრდა ქალის გამოჭერა არ გამოუვიდა. ჰერცოგინიას ყოფილი კი 2014 წელს დაოჯახდა.
პრინცი და ქეითი რამდენიმე თვეში შერიგდნენ და ერთად იტალიაშიც იმოგზაურეს. ურთიერთობის აღდგენის შემდეგ ქეითი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა მედიის წინაშე, მისი სტილი კი თვალსა და ხელს შუა იხვეწებოდა.
2000-იანების დაბალ წელიანი ჯინსები და მაისური ნელ-ნელა კლასიკურმა ქვედაბოლოებმა შეცვალა და მიდლტონის თავზეც სამეფო კარისთვის შესაფერისი ფუტურისტული ქუდები გაჩნდა.
მანამ, სანამ უილიამი და ქეითი ოფიციალურად იქორწინებდნენ, მიდლტონს ლონდონში მეგობრებთან ერთად გასართობად წასულს ხშირად ხედავდნენ. მაშინ ჯერ კიდევ სამეფო ოჯახს გარეთ მყოფ ახალგაზრდა ქალს ყვითელი მედია არა ერთ ჭორს უგორებდა. ამბობდნენ, რომ ქეითს ალკოჰოლის მოხმარება ზედმეტად უყვარდა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება:
მიდლტონი კემბრიჯის ჰერცოგინია, პრინცი უილიამის მეუღლე და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის დედაა.