თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი გამოიტანეს
თუფაქ შაკურის მკვლელობიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, დუეინ „კეფი დი“ დევისი პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.

ჯინი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბეთ II-ს საყვარელი ალკოჰოლური სასმელია. სასახლიდან გამოპარული ამბებით ვიგებთ, რომ დედოფალი ძილის წინ ჭიქა მშრალ ჯინს მიირთმევს. ვფიქრობთ ამის მიზეზი უზარმაზარი სამეფოს უმძიმესი გვირგვინი უნდა იყოს. ახლა კი მის უდიდებულესობას საკუთარი სამეფო ჯინიც აქვს. Royal Estate Sandringham Celebration Gin დედოფლის მამულში მოყვანილი მცენარეებისგან, მისსავე ქარხანაში, ჩრდილოეთ ნორფოლკში იქნა წარმოებული.
დედოფლის ჯინის ღირებულება 50 ფუნტი სტერლინგია (500 მლ ბოთლი).
სხვათაშორის, სამეფო ოჯახისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. მიმდინარე წლის ივლისში ოჯახმა Royal Collection Trust ჯინი წარმოადგინა, რომელიც ბაკინჰემის სასახლის მიდამოების მცენარეებით იქნა წარმოებული.