რა ვაჩუქოთ GEN Z-ის
ეძებთ საუკეთესო საჩუქარს Gen Z-ისთვის? ჩვენ უნიკალური, ტრენდული და თაობას ზისთვის იდეალური საჩუქრების სია მოგიმზადეთ!
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, კამალას ჰარისს გარდერობში მხოლოდ ორი ტიპის ფეხსაცმელი აქვს: კლასიკური ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელსაც ყველა ქალი პოლიტიკოსი ატარებს და Converse-ები, რომელიც კამალას სამსახურში, თეთრ სახლშიც კი აცვია. სხვათაშორის „კონვერსები“ აქამდე არც ერთ პოლიტიკოს ქალზე არ შეუნიშნავთ. ამერიკის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი კი ბრჭყვიალა პიჯაკთან და ოფიცალურ გამოსვლებზეც კი „კონვერსებს“ ირგებს.
ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, კამალას Converse-ები არაერთხელ ეცვა: სან-ფრანცისკოში, „პრაიდ“ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას, ფორუმზე Everytown For Gun Safety, ლოს-ანჯელესში შრომის დღესთან დაკავშირებულ მიტინგზე და სხვა ბევრ ოფიციალურ გამოსვლაზე. ერთ-ერთ ინტერვიუში კამალა ჰარისი აღნიშნავს, რომ მას კონვერსი ნებისმიერი შემთხვევისთვის აქვს.
„კონვერსები“ ნებისმიერი ამინდისთვის მაქვს - ისეთი, რომელსაც ცხელ ამინდში ვატარებ და ისეთიც, რომელსაც ცივ ამინდში ვიცვამ
ერთხელ, ჰარისი კონგრესის პალატაში „კონვერსებით“ შეღწევას შეეცადა, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და კამალას უკანა კარებიდან შესვლა სთხოვეს.
კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიის წარომადგენელია. დემოკრატია კი პიროვნების თავისუფლების სინონიმია. იქნებ დროა, ოფიციალური დრესკოდის წესები გადაიხედოს, გარეთ ხომ 21-ე საუკუნის 21-ე წელია.