„ბინძური ცეკვების“ მიხედვით შექმნილი მიუზიკლი ბროდვეიზე დაიდგმება
1987 წლის ცნობილი ფილმის მიხედვით შექმნილი „ბინძური ცეკვები: მიუზიკლი“ 2027 წელს ბროდვეიზე პირველად დაიდგმება.
თუ ამ უქმეებზე არაფერი დაგიგემავთ, მაშინ მცირე გიდობას გაგიწევთ და ერთი ძალიან საინტერესო გამოფენისკენ გაგიძღვებით. ქართველი ქალი მხატვრების გამოფენა სახელწოდებით „როგორია ქალად ყოფნა“, 26 და 27 მარტს გალერეა არტარიაში მოეწყობა.
გამოფენაზე საშუალება გექნებათ შეხვდეთ ეკატერინე თორთლაძის დიდი ოსტატობით და გულწრფელობით შესრულებულ სხეულებს; სალომე ქურდაძის მიერ დანახულ გილგამეშის ისტორიას. ანა დედაბრიშვილის საკუთარ თავთან პირისპირ შეხვედრის და წყენების დავიწყების მცდელობას; ანი გემაზაშვილის ქალურ საუბრებს და ლიკა მაკარიძის ძლიერ მებრძოლ ქალებს.
გამოფენაში მონაწილე ყველა მხატვარი ქალია, ყველა მათგანი ქალის ცნობიერებისა და სხეულის გარშემო ტრიალებს და გვაფიქრებს იმაზე თუ რას ნიშნავს ამ ცისქვეშეთში ქალად დაბადება და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, თუ „როგორია ქალად ყოფნა“.
გამოფენის მონაწილე ერთ-ერთმა მხატვარმა ანი გემაზაშვილმა საზოგადოებას თავი სოციალური ქსელებიდან, გააცნო. განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა ანის TikTok-ზე განთავსებული ვიდეოები, რომლებშიც ხელოვანი გამომწერებს ხატვას ჩხირებით თუ სარეცხი ღრუბლით ასწავლის. გემას ნამუშევრები, სწორედ ამ სახელით იცნობენ ანის სახელოვნებო წრეებში, შაბთ-კვირას გალერეა არტარიაში, კიდევ 4 ბრწყინვალე ხელოვანის ნამუშევართან ერთად დაგხვდებათ