ისტორია, რომელსაც კვარას ბურთი წერს
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარ სიმბოლოდ იქცა — მან ნეაპოლში სკუდეტო მოიგო, PSG-ს ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და საქართველოს ისტორიულად პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
გალერეიდან გამოქცეული ხელოვნება, უკვე ორი წელია თბილისის გაუცხოებული ურბანული გარემოსა და პოსტსაბჭოური შენობების ცარიელი კედლების მონუმენტურ ნახატებად იქცა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრება ერთი ორად გააფერადა.
ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისის მურალ ფესტივალი“ 2019 წელს დაარსდა და მიზნად ქალაქს საგამოფენო სივრცედ ქცევა და პოსტსაბჭოთა არქიტექტურაზე თანამედროვე ხელოვნების კვალის დატოვება დაისახა, თუ კი თბილისის უბნებში მოხატულ კედლებს შეამჩნევთ ეს დიდი ალბათობით, სწორედ „თბილისის მურალ ფესტივალის“ ერთ-ერთი მხატვრის შემოქმედებაა და იგი ფესტივალის ფარგლებში საგულდაგულოდ შეირჩა შემდეგ კი რამდენიმესაათიანი ღუ დღიანი შრომის შედეგად შეიქმნა.
ქუჩის ხელოვნების ქალაქების ურბანული იდენტურობისა და მათი მიმზიდველობის მნიშვნელოვან ნაწილად ქცევის პერსპექტივა „თბილისის მურალ ფესტივალის“ შემქმქმნელებმა ბერლინისა და სხვა ევროპული ქვეყნების მაგალითზე დაინახეს და დასავლური ქვეყნების ურბანისტული კულტურის ორგანულ ნაწილად ქცეული Mural Fets-ის გადმოტანა ქართულ რეალობაშიც გადაწყვიტეს.
სწორედ ამ გადაწყვეტილებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ „თბილისის მურალ ფესტივალის“ პირველ წელს, თბილისის ათამდე ნაცრისფერი შენობა გაფერადდა და ეს ფესტივალი ვიზუალური ხელოვნების ყველაზე საინტერესო მოვლენათა შორის მოხვედრა, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 2020 წელს ქუჩის მხატვრობამ ფეხი ქუთაისშიც მოიკიდა უკვე წელს კი ფესტივალი გაორმაგებული ძალებით დაუბრუნდა ქუჩებს და რამდენიმე თვალწარმტაცი ხელწერილიც კი დაგვიტოვა თბილისის ქუჩებში.