ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის, თეკლა მელაძის, პერსონალური გამოფენა ნიუ იორკში, 3 საგამოფენო სივრცეში გამოიფინება. ექსპოზიციის კონცეფცია მსოფლიოს მთავარ გამოწვევას - შიმშილს ეხმიანება, გამოფენაზე, სახელწოდებით „მეტი მზე და პური მსოფლიოს“, მხატვრის 30-მდე ტილოა წარმოდგენილი.
თეკლა მელაძის პერსონალურ გამოფენას 3 დეკემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით უკვე უმასპინძლა, Fringe Gallery-მ, დღეს, 8 დეკემბერს გამოფენა ქართული კულტურის ცენტრში გაიხსნება, 11 დეკემბერს კი „მეტი მზე და პური“ Merkin Hall-ის საგამოფენო სივრცეში შეაბიჯებს.
„მთელი მსოფლიოს მთავარი გამოწვევებია, გაჭირვება და შიმშილი. მზე არის სითბო და სინათლე, რომელიც აქვს ყველას ვისაც აქვს სახლი. პური -მთავარი იარაღი შიმშილის წინააღმდეგ. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში არის ბევრი მზე, პური, სხვა საკვები და ერთი ფერადკანიანი ბავშვი, რომელიც არის აფრიკიდან, სადაც ყველაზე მეტად მძვინვარებს შიმშილი. უსახლკარობის და შიმშილის მთავარი მიზეზი არის ომი, რომელიც იწვევს ნგრევას და ანადგურებს ყველაფერს. ამ პრობლემის მოგვარება არის ჩემი ოცნება, რომელიც მჯერა, რომ მხოლოდ ჯერჯერობით არის ოცნება და მალე ამისრულდება - ეს არის მშვიდობიანი მსოფლიო მეტი მზით და პურით-მსოფლიო ომის, გაჭირვების და შიმშილის გარეშე“ - ნათქვამია გამოფენის აღწერაში.
თეკლა მელაძე თვითნასწავლი მხატვარია, ხელოვანის ნიჭიერებამ და შემოქმედებითმა დიაპაზონმა სახელოვნებო წრეებში აღიარება მალევე მოიპოვა. ადრეული ასაკიდანვე, თეკლა პერსონალურ გამოფენებს მასპინძლობს, როგორც საქართველოში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთაც. განსხვავებული ხატვის სტილის ძიებამ, ქართველი ხელოვანი მხატვრობის ახალ მიმდინარეობამდეც მიიყვანა, რომელსაც ხელოვნებათმცოდნეებმა მონოტონიზმი უწოდეს.