დღეს, 16 დეკემბერს გალერეა შარდენში ქართველი ფერმწერისა და პოეტის, გიორგი მირზაშვილის საიუბილეო გამოფენა იხსნება. 60 წლის ხელოვანმა ახალი ნამუშევრებით დახუნძლული გამოფენა დედას მიუძღვნა. ექსპოზიციას საფუძვლად ლურჯ ფერებში შექმნილი პეიზაჟები დაედო, რომლებიც მთელი გამოფენის კონცეფციადაც იქცა.
გიორგი მირზაშვილის გამოფენა 2021 წლის მანძილზე შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს. როგორც არაერთი ცნობილი ხელოვანისთვის, გიორგისთვისაც პანდემია ახალი იდეების დაბადების და მათი ხორცშესხმის საშუალება გახდა. მხატვარმა მის გარშემო არსებული სამყაროს გაფერადებაც გადაწყვიტა და ამისთვის აქცენტი ნათელ ფერებზე შეაჩერა.
გიორგი მირზაშვილმა ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო. მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ მხატვარი როგორც პერსონალურ, აგრეთვე ჯგუფურ ექსპოზიციებს ხშირად მასპინძლობდა. როგორც თავად აცხადებს, მისთვის მთავარი კრიტიკოსი და გულშემატკივარი წლების განმავლობაში მამა, თენგიზ მირზაშვილი გახლდათ (აგრეთვე ცნობილი ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი, და თეატრის მხატვარი). თუმცა, მამის გარდაცვალების შემდეგ, ეს სტატუსი დედას გადაეცა და ახალ გამოფენას დედას სწორედ გაწეული შრომისთვის უძღვნის.
გალერეა შარდენი გიორგი მირზაშვილის გამოფენას 1 თვის განმავლობაში, 16 იანვრამდე უმასპინძლებს.
„აგვისტო“ – ასე ჰქვია ნინი ფარსენაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიან კინოსურათს, სადაც მაყურებელი 2008 წლის აგვისტოს ნიუ-იორკში მოგზაურობს და იცნობს ემიგრანტ ბიჭ ლუკას, რომელიც ოცნებების ქალაქად წოდებულ მეგაპოლისში მწერლობაზე ოცნებობს.
იორგოს ლანთიმოსი ბერძენი რეჟისორია, რომელმაც თანამედროვე კინოს ენა შეცვალა. მისი ფილმები, იკვლევს ძალაუფლებას, გრძნობას და ადამიანურ ბუნებას ზუსტ და ორიგინალურ ფორმებში.
TheDiary ყოველ თვე გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც საუკეთესოდ გადმოსცემენ სეზონის განწყობას. ოქტომბრისთვის შერჩეულია ჰორორი, დრამა და მელოდრამები, ფილმები რომლებიც შიშის, ემოციისა და რომანტიკის ზღვარზე იმყოფებიან.