„ბინძური ცეკვების“ მიხედვით შექმნილი მიუზიკლი ბროდვეიზე დაიდგმება
1987 წლის ცნობილი ფილმის მიხედვით შექმნილი „ბინძური ცეკვები: მიუზიკლი“ 2027 წელს ბროდვეიზე პირველად დაიდგმება.
ნიკო ფიროსმანის, თვითნასწავლი გენიალური მხატვრის ნამუშევრები უშუალობით, სიმართლით, მკაფიო ხასიათით, დიდი ექსპრესიულობითა და სიუჟეტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ფიროსმანი მიზნად არ ისახავდა ბუნების ნატურალისტურ იმიტაციას, არ მისდევდა წვრილმანებს, შესწევდა ყველაფერში არსებითის, ტიპურის დანახვისა და განზოგადების უნარი. მისი სურათების კოლორიტი მკაცრია, ზოგჯერ თითქმის მონოქრომული. ფიროსმანაშვილის სურათებს შინაგანი მნიშვნელოვნება და მონუმენტურობა ახასიათებს.
აღდგომას განსაკუთრებული ადგილი უკავია ფიროსმანის შემოქმედებაში. გთავაზობთ გენიალური მხატვრის სააღდგომო ნახატების ფოტო-ალბომს.