#GOGO!

ქართული ბრენდი Fashion Vibes Milano-ზე და SHILIFI-ის ახალი კოლექცია

გაზიარება:

კლასიკური პიჯაკები, სხეულზე მორგებული შარვლები და კომპლექტები, რომლებიც ქალურ სილუეტებს უსვამს ხაზს - ჯერ კიდევ 2021 წელს, ამ პროდუქციით გაიცნო საზოგადოებამ Shilifi - ბრენდი, რომელიც წელს Fashion Vibes Milano-ზე ვიხილეთ.

fashion vibes milano, shilifi, შილიფი, ახალი კოლექცია, thediary, concept house, კოლექცია, ტყავის მოსაცმელი, მოსასხამი, თრენჩი, პიჯაკი, კლასიკური ორეული
SHILIFI-ის დამფუძნებელი - მედეა ჯანიაშვილი

ამერად, 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია „შილიფმა“ მილანში გამართული მოდის კვირეულის პერიოდში წარადგინა. 

Fashion Vibes Milano-ს ახალი გამოშვება, რომელმაც პროექტი - „NEXT CHAPTER“ ჩაატარა, თანამედროვე მოდის ტენდენციებსა და განსხვავებული შემოქმედებითი ხედვების შეხვედრას მიეძღვნა.

fashion vibes milano, shilifi, შილიფი, ახალი კოლექცია, thediary, concept house, კოლექცია, ტყავის მოსაცმელი, მოსასხამი, თრენჩი, პიჯაკი, კლასიკური ორეული, ტყავის ქვედაბოლო

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ტყავის აითემებმა, რომელიც ბრენდისთვის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა. ახალი კოლექციის სოლიდური ნაწილი, რომელიც TheDiary concept House-ში უკვე იყიდება, სწორედ ეკო ტყავისგანაა დამზადებული. მათ შორისაა შემოდგომა-ზამთრის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი - ტყავის თრენჩები და ორეულები.

fashion vibes milano, shilifi, შილიფი, ახალი კოლექცია, thediary, concept house, კოლექცია, ტყავის მოსაცმელი, მოსასხამი, თრენჩი, პიჯაკი, კლასიკური ორეული, შავი პლაში

საინტერესოა Shilifi-ის კოლექციის ფერთა პალიტრაც. თუ საზაფხულო კოლექციებში თეთრი და ნათელი ფერები ჭარბობდა, შემოდგომა-ზამთრის Look-ებისთვის ბრენდმა აქცენტი ტრენდულ წითელ და მუქ პასტელურ ფერებზე გააკეთა.

ზევით