#ბიზნესი

„მინიმალისტი“: ბრენდი, რომელიც სიმარტივეს ყველაზე ელეგანტურად აქცევს

გაზიარება:

როცა დიზაინში სიმარტივე და ხარისხი ერთიანდება, იქ უდავოდ ჩნდება სტილი, რომელიც დროსა და ტრენდებს უძლებსб სწორედ ეს გახლავთ ბრენდ „მინიმალისტის“ ფილოსოფიაც. ქართული ბრენდის კოლექციებში შეხვდებით ზამშისა და ნატურალური ტყავის ნივთებს. მათ შორის, ჩანთებს, კოვბოის ჩექმებს, დაბალძირიან ბალერინებსა და სხვა სეზონურ მოდელებს.

„მინიმალისტის“ თითოეული ნივთი გამორჩეულია ფორმითა და გამძლეობით. სწორედ ამიტომ, ბრენდმა უკვე მოიპოვა მრავალი ქალის ნდობა და სიყვარული. „მინიმალისტის“ შესახებ უფრო მეტს დამფუძნებელი, ნანუკა ვეფხვაძე TheDiary-სთან ინტერვიუში მოგიყვებათ.

ბრენდი მინიმალისტი, მინიმალისტიმ Minimalist, ვერცხლისფერი ბალერინები, ვერცხლისფერი ფეხსაცმელი

ნანუკა, „მინიმალისტი“ უკვე 6 წელია არსებობს, რა სიახლეები გაქვთ ამ ეტაპზე ბრენდში?

ნანუკა: „მინიმალისტი“ 2019 წლიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და საკმაოდ ბევრი გოგონას გული დაიპყრო. ყოველ წელს უფრო მეტი და მეტი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს, როგორც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, ისე საზღვრებს გარეთ. ჩვენ ვითანამშრომლეთ სხვადასხვა ქართველი დიზაინერების კონცეპტუალურ მაღაზიებთან, ასევე საკმაოდ ცნობილ ონლაინ მოლებთან. ყოველწლიურად ვამატებთ ახალ მოდელებს და ვცდილობთ ტრენდებს ავუწყოთ ფეხი, მაგრამ კოლექციაში გვაქვს რამდენიმე ბესთ სელერიც, რომელიც ტრენდის ცვლილებების მიუხედავად არ კარგავს მოთხოვნას.

როგორი ტიპის ადამიანებისთვისაა შექმნილი თქვენი დიზაინი და სტილი?

ნანუკა: „მინიმალისტის“ დიზაინი შექმნილია კომფორტის მოყვარული ადამიანებისთვის, ამიტომაც მაქსიმალური ყურადღება გადატანილი გვაქვს ხარისხზე. ჩვენ ვქმნით სადა, დახვეწილ მოდელებს, რომელიც უძლებს დროს, ტრენდს და არ კარგავს აქტუალობას. „მინიმალისტი“ განკუთვნილია როგორც ყოველდღიური, ასევე განსაკუთრებული დღეებისთვის. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი მოდელები, რომლებიც გამოადგებათ ქალებს სხვადასხვა ლუქის ასაწყობად.

ბრენდი მინიმალისტი, მინიმალისტიმ Minimalist, ყავისფერი ბალერინები, ყავისფერი ფეხსაცმელი

თქვენი აზრით, რით განსხვავდება „მინიმალისტი“ ქართულ ბაზარზე არსებული სხვა ბრენდებისგან?

ნანუკა: ჩვენთვის ყველა ქართული ბრენდი განსაკუთრებული და დასაფასებელია. „მინიმალისტი“ სხვა ქართული ბრენდებისგან განსხვავდება სისადავით. ჩვენთან ვერ შეხვდებით გადატვირთული დიზაინით შექმნილ მოდელებს, მთავარი უპირატესობაც მინიმალიზმია, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შენაძენით ისიამოვნონ.

სად ხედავთ „მინიმალისტს“ მომავალში? როგორ გეგმავთ ბრენდის განვითარებას?

ნანუკა: ბრენდის სამომავლო გეგმები უკვე ფართო მასშტაბზე გასვლას გულისხმობს. ჩვენ ქართველ მომხმარებელს, ასე თუ ისე, უკვე შევაყვარეთ თავი, ახლა გვსურს, რომ ქართული პროდუქტის სახელი საზღვრებს გარეთ უფრო მეტი აქტიურად გავიტანოთ. იმედია ჩვენ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციასაც ძალიან მალე შევხვდებით სხვადასხვა ქვეყნების მაღაზიებში და ამით ვიამაყებთ.

ზევით