კაია გერბერის წითელი ლუქი
კაია გერბერმა FX-ის სერიალის „The Shards“ პიარკამპანიის დროს Alaïa-ს 2026 წლის შემოდგომის კოლექციის წითელი კაბა მოირგო. წითელი კი 2026 წლის შემოდგომის ერთ-ერთი მთავარი ფერია.
როტშილდის ჟირაფების სასახლე, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ადგილია, რომელიც ნაირობიში, 12 ჰექტარზეა გაშლილი. სასახლე 1932 წელს აშენდა და დღეს ისტორიული ბუტიკური ტიპის სასტუმროს სახელს ატარებს.

განთიადზე ან შებინდებისას, როდესაც საუზმის ან ვახშმის დრო დგება, გიგანტური ჯოკი, ლინი, აირენი და მათი მთელი კლანი, უმცროსი ჟირაფების ჩათვლით, საკუთარი სასახლისკენ მიიჩქარის. გრძელ კისრებს ინგლისური სტილით აშენებული მამულის ფანჯრებში ყოფენ და სტუმრებთან ერთად მიირთმევან გემრიელ კერძებს. ეს იშვიათი სანახაობაა, რომელიც, ვფიქრობთ, ადამიანმა სიცოცხლში ერთხელ მაინც უნდა ნახოს. შეიძლება წარმოუდგენლადაც გეჩვენებათ, მაგრამ ეს საოცარი რიტუალი ყოველდღე მეორდება ჟირაფების მამულში, რომელიც დიდი ტყის პირასაა აშენებული, რაც შეგრძნებებს განსაკუთრებით ამძაფრებს.

ჟირაფების სასახლეში გატარებული გასაოცარი ღამე, სულ რაღაც 875 $ დაგიჯდებათ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი, თუნდაც კახეთის სასტუმროების ღირებულებას ოთხჯერ აღემატება, თუმცა, ეს საოცრება, ნებისმიერ თანხად ღირს.